საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“ მიიღეს

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1543-ე სხდომაზე, 18 ნოემბერს, განხილულ იქნა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 32-ე კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“. სხდომაში მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ,- ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გენერალური მდივნის 32-ე ანგარიში აღწერს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას. ანგარიში მიიღება წელიწადში ორჯერ და ასახავს 2025 წლის აპრილი-სექტემბრის პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებსა და სიახლეებს.

„32-ე კონსოლიდირებული ანგარიში წარადგინა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ. მან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა და დაადასტურა, რომ ევროპის საბჭო, მანდატის ფარგლებში, გააგრძელებს საქმიანობას, მათ შორის კონსოლიდირებული ანგარიშების მიღების პრაქტიკას.

სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და მინისტრთა კომიტეტს, კონსოლიდირებული ანგარიშის მიღებისთვის და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპის საბჭოს დღის წესრიგში საკითხის აქტუალურობას.

ლაშა დარსალიამ სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საანგარიშო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების დარღვევასა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის გაძლიერებაზე. საქართველოს მხარემ მწვავედ დააყენა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე ვითარებისა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებების საკითხი. შეშფოთება გამოითქვა ბოლო დროის უკანონო ქმედებებზე. ხაზი გაესვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების მნიშვნელობას. ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ადასტურებს საქართველოს რეგიონების რუსეთის მიერ ოკუპაციას და ეფექტურ კონტროლს და ხაზი გაუსვა აღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულების მნიშვნელობას. მინისტრის მოადგილე ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დინამიკას და 65-ე რაუნდს. დასასრულს, მან დაადასტურა საქართველოს მთავრობის მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი ერთგულება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 32-ე კონსოლიდირებულ ანგარიშის მიღებას და ხაზს უსვამს საკითხის ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში რეგულარულად განხილვის მნიშვნელობას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში