კახა კალაძის ინფორმაციით, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესი იცვლება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესი იცვლება.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თუ პირი ადმინისტრაციული საჩივარს არ ჩაიბარებს, აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და 30-ე დღეს ეს გადაწყვეტილება ჩაითვლება ჩაბარებულად.

მისივე განმარტებით, ძალიან ბევრია ისეთი შემთხვევა, როცა ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების ჩაბარება საჩივრის ავტორის მიერ არ ხდება.

„მიუხედავად იმისა, თუ რამდენით გაიზრდება ჯარიმები სხვადასხვა სამართალდარღვევაზე, მექანიზმს ბოლომდე ვერ ექნება პრევენციული ხასიათი, თუ პროცესი ბოლომდე არ მივიდა. ჩვენი შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი ჯარიმას რომ გამოწერს და ჩასაბარებლად მიდის, კონკრეტული ობიექტის მეპატრონე არ იბარებს ხოლმე. ეს ყველაფერი, ცხადია, კეთდება მიზანმიმართულად, რადგან თუ ამ გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს პირი, ვერ მოხდება ამ ჯარიმების აღსრულება. შესაბამისად, შეიძლება წლები ისე გავიდეს, რომ პირმა საერთოდ არ ჩაიბაროს ეს გადაწყვეტილება და არც ამ ჯარიმის გადახდა მოუწიოს.

აქედან გამომდინარე, შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, თუ პირი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს დადგენილი წესით, აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და მისი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ეს გადაწყვეტილება ჩაითვლება ჩაბარებულად. ამის შემდეგ, მუნიციპალიტეტს უკვე შეეძლება, რომ გადაწყვეტილება აღსრულოს, თუ, რა თქმა უნდა, პირი ამის შემდეგ სასამართლოს არ მიმართავს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა