გიორგი ტყემალაძე - რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას უახლოეს მომავალში დავიწყებთ, შევარჩევთ დროს, როცა ნაკლები დისკომფორტი იქნება მოქალაქეებისთვის - ვფიქრობთ, პროექტის განხორციელება 4 თვის ვადაში მოხდეს

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია განხორციელდება 2026 წელს. ეს დაახლოებით, 50 მლნ ლარის ბიუჯეტით არის განსაზღვრული. უახლოეს მომავალში დავიწყებთ სამუშაოებს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სამუშაოებისთვის შეარჩევენ ისეთ დროს, რომლითაც მოსახლეობას ნაკლები დისკომფორტი ექნება.

„გიდასტურებთ, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია განხორციელდება 2026 წელს. ეს დაახლოებით, 50 მლნ ლარის ბიუჯეტით არის განსაზღვრული. უახლოეს მომავალში დავიწყებთ სამუშაოებს. ახლა ტექნიკურ დეტალებზე ვმუშაობთ, შევარჩევთ დროს, როცა ნაკლები დისკომფორტი იქნება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ვფიქრობთ, 4 თვის ვადაში იყოს განხორციელებული აღნიშნული პროექტი“, - აღნიშნა ტყემალაძემ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა