ვაჰაგნ ხაჩატურიანი - საქართველოსა და სომხეთის ურთიერთთანამშრომლობა მნიშვნელოვანია - დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება სამხრეთ კავკასიას მიმზიდველ ლოჯისტიკურ ცენტრად აქცევს

მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსა და სომხეთის ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც სუვერენიტეტის, იდენტობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე დგას. ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება სამხრეთ კავკასიას აქცევს ძალიან მიმზიდველ ლოჯისტიკურ ცენტრად, - ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრაზე განიხილეს მრავალი თემა, მათ შორის რეგიონულ ჭრილში.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე დამყარებული საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობები. ბოლო დროს განხორციელებული მაღალი და უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტები მკაფიოდ უსვამს ხაზს, თუ როგორ მაღალ დონეზეა სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობა. ჩვენ სტრატეგიული თანამშრომლობის დონემდე მივიყვანეთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა. ეს ყოველთვის სტრატეგიული იყო, თუმცა ახლა ოფიციალური სახეც მიეცა. დღეს ჩემს პატივცემულ მეგობართან მეტად მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ. პრეზიდენტ ყაველაშვილთან განვიხილეთ ურთიერთთანამშრომლობის მრავალი სფერო და შემდგომი ნაბიჯები. ჩვენ მიერ განხილულ საკითხებს შორის იყო ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო, ახალგაზრდების საკითხები. მინდა აღვნიშნო, რომ სომხეთი აქტიურად ემზადება სასიცოცხლო კონვენციის მეჩვიდმეტე კონფერენციისთვის და ევროპული სამოქალაქო მერვე ფორუმისთვის და ველით საქართველოს მონაწილეობას. ასევე, განვიხილეთ რეგიონული საკითხები, შევეხეთ 8 აგვისტოს გაფორმებული სამშვიდობო ხელშეკრულების საკითხს და ეკონომიკური საკითხების განვითარებას, რაც თანხვედრაშია სომხეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ მშვიდობის ხელშეკრულებასთან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც სუვერენიტეტის, იდენტობის და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე დგას. დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება სამხრეთ კავკასია აქცევს ძალიან მიმზიდველ ლოჯისტიკურ ცენტრად“, - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს