PACE-ს თანამომხსენებლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, „ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი ქმედებები შეწყვიტონ“

PACE-ს თანამომხსენებლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, „ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი ქმედებები შეწყვიტონ“. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოზე თანამომხსენებლების (ედიტე ესტრელა, საბინა ჩუდიჩი) შესაბამისი განცხადება PACE-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 10-12 ნოემბერს საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ესტრელამ და ჩუდიჩმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს სრულად გაატარონ უცხოური აგენტების კანონმდებლობასთან და ადმინისტრაციული დარღვევების კანონთან დაკავშირებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

„ვიმეორებთ იმას, რაც ასამბლეამ უკვე თქვა საქართველოზე ბოლო რეზოლუციაში. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი, საქართველოს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი, გრანტების კანონი და ადმინისტრაციულ დარღვევებზე ამჟამინდელი კანონი არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებსა და ნორმებს და როგორც ვენეციის კომისიამ დაასკვნა, ისინი გაწვეულ უნდა იქნას“, - განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

მათ ასევე ღრმა შეშფოთება გამოთქვეს ბოლო დროის სისხლის სამართლის ბრალდებებზე „დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, რომლებიც სახელმწიფოს წინააღმდეგ მოგონილი ბრალდებების შედეგად შესაძლოა, ხანგრძლივ პატიმრობაში აღმოჩნდნენ“.

„ეს ბრალდებები აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია და უნდა განიხილებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი ბოლო დროის მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში რამდენიმე ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვენ. მსგავს ქმედებებს ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ეს ქმედებები, რომლებიც საქართველოში დიქტატურას დაამყარებენ“, - განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ვიზიტის დროს თანამომხსენებლები პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებს, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც ისინი აღნიშნავენ, მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ დაპატიმრებულ პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრის უფლება მიეცათ, მაგრამ მწუხარება გამოთქვეს იმაზე, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა უარი თქვეს მათთან შეხვედრაზე და ასევე იმაზე, რომ ხელისუფლებამ მათ ციხეში მზია ამაღლობელთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მისცა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს