გიორგი თავდგირიძე - „ქართულმა ოცნებამ“ დასაჯა ემიგრანტები, რადგან ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმ პროტესტის არსებობაში, რომელიც საქართველოშია

„ქართულმა ოცნებამ“ დასაჯა ემიგრანტები, რადგან ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმ პროტესტის არსებობაში, რომელიც საქართველოშია, - ამის შესახებ ჯგუფი „ფარის“ ერთ-ერთმა წევრმა გიორგი თავდგირიძემ განაცხადა, რითაც დაანონსებულ ცვლილებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება, საზღვარგარეთ ყოფნის პირობებში აღარ ექნებათ.

როგორც თავდგირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, ხელისუფლებას შეუძლია გაზარდოს ზეწოლა საზოგადოებაზე, რადგან „რაც გასდით, ყველაფერს აკეთებენ და კიდევ მეტსაც შეძლებენ“.

„რაც გასდით ყველაფერს გააკეთებენ და არასაკმარისად აკეთებენ. ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ ტემპს ჩამორჩება, ზარმაცობენ, უფრო მეტიც შეუძლიათ და უფრო სიღრმისეული პრობლემები შეუქმნან მოსახლეობას.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, რომ ივანიშვილის საკანონმდებლო სივრციდან ან გავდივართ, ან ამ საკანონმდებლო სივრცეს ვეგუებით. ივანიშვილის დანიშნული არჩევნები არის ივანიშვილის არჩევნები, ამას საერთო არაფერი აქვს იმ არჩევნებთან, რაც ერთ დროს კანონმდებლობაში გვეწერა. რატომ უნდა შეშფოთდეს თავმოყვარე ემიგრანტი იმაზე, რომ ივანიშვილმა მიიღო კანონმდებლობა, სადაც მათ არ ექნებათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

„ქართული ოცნების“ დამოკიდებულება გასაგებია, მათ დასაჯეს ემიგრანტები, რადგან ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმ პროტესტის არსებობაში, რომელიც საქართველოში არსებობს.

უნდა ვთქვათ, რომ თუ ვებრძვით დიქტატურას, მაშინ იურიდიულ აქტებზე, კანონებზე, არჩევნების ჩატარება/არ ჩატარებაზე არ უნდა ვსაუბრობდეთ. ჩვენი ერთადერთი პრობლემაა თუ როგორ დავამხოთ დიქტატურა“, - განაცხადა თავდგირიძემ.

ამასთან თავდგირიძემ პროტესტის პერსპექტივაზე ისაუბრა. მისი თქმით, ოპოზიციურ სპექტრში კონკურენცია და ერთმანეთთან დაპირისპირება ზღუდავს საერთო მიზნის მიღწევას.

მისი თქმით, ოპოზიციური ჯგუფები და აქტივისტები ხშირად უფრო “ენერგიულად ებრძვიან ერთმანეთს, ვიდრე რეჟიმს”:

„თვალი გავუსწოროთ სიმართლეს, რადგან გვაქვს შიდა კონკურენცია. დახურული ჯგუფები ერთმანეთს უფრო ენთუზიაზმით და ენერგიით ებრძვიან, ვიდრე დიქტატურას.

აღმოჩნდა, რომ კობახიძის პროპაგანდა უფრო ძლიერია, ვიდრე შენი, როცა თავად იდექი რუსთაველზე 4 ოქტომბერს, ხედავდი სიტუაციას და საკუთარ თვალებს და ყურებს კი არ უჯერებდი, არამედ კობახიძის ნათქვამს. აქტივისტების და ოპოზიციის 80% ლაპარაკობდა იმაზე, რაც "ოცნებამ" შემოგვთავაზა“, - განაცხადა თავდგირიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში