ლევან სანიკიძე - არ მგონია, ივანიშვილი არჩევნების ჩატარებაზე მხოლოდ 78-ე მუხლის ამოღების გამო წავიდეს, თუ წავიდა თავისი წესებით და აკრძალული ოპოზიციით, ეს იქნება იმისათვის, რომ ძალიან ცუდ რამეს უმზადებენ ქვეყანას

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან სანიკიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა შესაძლოა, არამხოლოდ 78-ე მუხლის ამოსაღებად, არამედ ქვეყნის ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული ცვლილებებისთვის სჭირდებოდეს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ არჩევნების ჩატარებას მხოლოდ 78-ე მუხლის ამოღების გამო არ გადაწყვეტს. მისივე თქმით, თუ ხელისუფლება არჩევნებს საკუთარ წესებზე და აკრძალული ოპოზიციის პირობებში ჩაატარებს, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ „ქვეყანას ძალიან ცუდ რამეს უმზადებენ“.

„ივანიშვილს საკონსტიტუციო უმრავლესობა შეიძლება სჭირდებოდეს 78-ე მუხლის ამოსაღებად, საქართველოს ტერიტორიული წყობილების განსაზღვრისთვის და ე.წ სამხრეთ ოსეთისთვის და აფხაზეთის სტატუსისთვის. ასევე დადის ხმები, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება მაჟორიტარული არჩევნების დასაბრუნებლად. ამავე დროს, ავტორიტარული ხელისუფლების თვისებაა, ჰქონდეს სრული და ყოვლისმომცველი ხელისუფლება. ე.წ პრეზიდენტი მისია, ე.წ პრემიერ-მინისტრი მისია, ე.წ საპარლამენტო უმრავლესობა მისია, სასამართლოც, სუსიც და შსს, ერთადერთი, რაც აკლია არის 113 კაცი. მგონია, რომ ეს 113 კაცი მარტო თავისთვის არ უნდა - იმ დავალებებისთვის, რაც შეიძლება მას დაევალოს რუსეთის ფედერაციიდან - ნეიტრალიტეტის გამოცხადება, რომელიმე ოკუპირებული ტერიტორიის სტატუსის ცვლილება ... არ მგონია, რომ ივანიშვილი არჩევნების ჩატარებაზე მხოლოდ 78-ე მუხლის ამოღების გამო წავიდეს. თუ არჩევნებზე წავიდა თავისი წესებით და აკრძალული ოპოზიციით, ეს იქნება იმისათვის, რომ ძალიან ცუდ რამეს უმზადებენ ამ ქვეყანას, ამასთან, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან იქნება მიბმული“,- განაცხადა სანიკიძემ და ასევე დასძენს, რომ მოვლენების განვითარების კიდევ ერთი შესაძლო სცენარი შეიძლება რეფერენდუმს უკავშირდებოდეს.

როგორც მან აღნიშნა, შეიძლება ბიძინა ივანიშვილმა მოითხოვოს რეფერენდუმის ჩატარება ევროკავშირთან დაკავშირებით - „გსურთ თუ არა საქართველო გახდეს ნეიტრალური სახელმწიფო და ამოვიღოთ თუ არა 78-ე მუხლი“.

კითხვაზე, თუკი 2026 წლის გაზაფხულზე დაინიშნება არჩევნები, რა უნდა ქნას ოპოზიციამ, სანიკიძე პასუხობს, რომ თუ 2026 წლის გაზაფხულზე არჩევნები დაინიშნება, ოპოზიციამ უნდა ჩამოაყალიბოს საერთო პოზიცია, რადგან საკითხი „ძალიან დელიკატურია“.

სანიკიძის თქმით, ოპოზიციურ წრეებში უკვე მიმდინარეობს მსჯელობა, თუმცა გადაწყვეტილება ერთიანად უნდა მიიღონ.

„ეს არის დელიკატური საკითხი. კარგია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციაში მსჯელობა მიმდინარეობს. ეს იმდენად სენსიტიური საკითხია, რომ ოპოზიციას უახლოეს მომავალში საერთო პოზიციის ჩამოყალიბება მოგვიწევს.

აქ დამტკიცდება ჩვენი სახელმწიფოებრივი აზროვნება, რადგან თუკი ვამბობთ, რომ ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს აფხაზეთის აღიარების საჭირო მანდატები, ამ დროსაც თუკი ოპოზიციამ თავი ვერ შეკრა, მაშინ არ ყოფილა საშველი“,- განაცხადა სანიკიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის