პოლიციამ მათე დევიძის მხარდამჭერი მსვლელობის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავა

პოლიციამ მათე დევიძის მხარდამჭერი მსვლელობის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები დავით გუნაშვილი, გიორგი ჟამერაშვილი, გია ჯვარშეიშვილი და სხვები.

პოლიციასა და მსვლელობის მონაწილეებს შორის დაპირისპირება პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზე მოხდა.

მსვლელობის მეორე ნაწილი კი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის გავლით მიემართება რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

მანამდე სამართალდამცავებმა მათე დევიძის სოლიდარობის მარშის ერთ-ერთი მონაწილე, თსუ-ს ლექტორი ქეთევან ხუსკივაძე დააკავეს. თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის, გოგა მემანიშვილის განცხადებით, ხუსკივაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის