დენის შმიგალი კიევში აშშ-ის არმიის მდივანს შეხვდა

დენის შმიგალი კიევში აშშ-ის არმიის მდივანს შეხვდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, დენის შმიგალის ცნობით აშშ-ის არმიის მდივანთან, დენ დრისკოლთან შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში ინოვაციებისა და შეთანხმებების განხორციელების საკითხები განიხილა.

„უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატების საიმედო მოკავშირეა. ჩვენ მზად ვართ თანამედროვე ომის შედეგად მიღებული გამოცდილების საფუძველზე აშშ-ის გლობალური ლიდერობა გავაძლიეროთ“, - წერს შმიგალი „ტელეგრამის“ არხზე.

დენის შმიგალმა დენ დრისკოლს უკრაინის მიერ თავდაცვის სფეროში წარმოებული ტექნოლოგიური ინოვაციები, მათ შორის, დრონები წარუდგინა.

„უკრაინა მზადაა მოკავშირეებთან ერთად უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი გადაწყვეტილებები შეიმუშაოს. აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ-ის როლი უმნიშვნელოვანესია“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე