საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ქართველი ხალხისთვის ჩემი გზავნილია, რომ ვაფასებთ დემოკრატიის მიმართ მათ ერთგულებას - რაც შეეხება ხელისუფლებას, გვქონდა რამდენიმე შესაძლებლობა, ჩვენი აზრები გამოგვეხატა მათთვის, ვისაც ეს ეხება

ჩვენ თავისუფლებისა და დემოკრატიის მიმართ ქართველი ხალხის ერთგულებას ვაფასებთ, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„ქართველი ხალხისთვის ჩემი გზავნილი შემდეგია: ჩვენ ვაფასებთ თავისუფლებისა და დემოკრატიის მიმართ მათ ერთგულებას. რაც შეეხება ხელისუფლებას, ჩვენ გვქონდა და ასევე, მეც მქონდა რამდენიმე შესაძლებლობა, რომ ჩვენი აზრები პირადად გამოგვეხატა მათთვის, ვისაც ეს ეხება“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის