გელა ხასაია - ბორკილები დამადეს იქამდე, ვიდრე მეტყოდნენ, რომ დაკავებული ვიყავი და შემდეგ დაიწყეს ოქმის შედგენა - ვეკითხებოდი თუ მოწმე ვიყავი, რატომ ხდებოდა ეს მოქმედებები, ამაზე პასუხს არ მცემდნენ

ბორკილები დამადეს იქამდე, ვიდრე მეტყოდნენ, რომ დაკავებული ვიყავი და შემდეგ დაიწყეს ოქმის შედგენა. ვეკითხებოდი თუ მოწმე ვიყავი, რატომ ხდებოდა ეს მოქმედებები, ამაზე პასუხს

არ მცემდნენ, - ამის შესახებ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ წევრმა, ბრალდებულმა წევრმა გელა ხასაიამ განაცხადა.

მან საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ მოხდა მისი დაკავება.

„თითქოს, ჩემით ნებით გამოვცხადდი პოლიციის განყოფილებაში. მე არც კი ვიცოდი თუ რამეში მედებოდა ბრალი, ჩემთვის არავის დაურეკავს. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ იმ საღამოს აქციაზე ვიყავი მეგობართან ერთად, შემდეგ კი მეტროთი დავბრუნდი უკან... ეს არ იყო დაკავება, არავის უთქვამს ჩემთვის ვინ იყვნენ, ვიდრე მანქანაში არ ჩამსვეს და გარკვეული მანძილი არ გავიარეთ. კითხვებს ვუსვამდი, რატომ დამაკავეს, რასთან დაკავშირებითაც მეუბნებოდნენ, იცი კარგადო. პოლიციელი რეზი ჯინჭარაძეც იყო, რომელსაც აქციებიდან ვიცნობ, მითხრა, რომ როგორც მოწმე, ისე ვიყავი გამოძახებული და სხვებიც მეუბნებოდნენ, რომ ოქმზე ხელი უნდა მომეწერა და თუ არ მოვაწერდი ხელს, ადმინისტრაციული წესით დამაკავებდნენ. იყო მუქარებიც..

ბორკილები დამდეს იქამდე, ვიდრე მეტყოდნენ, რომ დაკავებული ვიყავი და შემდეგ დაიწყეს ოქმის შედგენა. ვეკითხებოდი თუ მოწმე ვიყავი, რატომ ხდებოდა ეს მოქმედებები, ამაზე პასუხს არ მცემდნენ",- განაცხადა ხასაიამ.

ცნობისთვის, პროკურატურა გელა ხასაიას ედავება, რომ მან 1-ელ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ვასილ ქერდიყოშვილთან ერთად, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენა დაზარალებულს - რამაზ ჩადუნელს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის