ირაკლი კუპრაძე - Eagle Hills-ის დოკუმენტების ვერანაირი დახარვეზება ვერ გააჩენს განცდას, თითქოს სახელმწიფო უწყებები მოქალაქეების ინტერესებს იცავენ - ეს არის პროპაგანდისთვის კიდევ ერთი საკენკი

ეს არის თამაში, რაშიც სახელმწიფო და ე.წ. იუსტიციის სამინისტრო მონაწილეობს. ამ დოკუმენტების ვერანაირი დახარვეზება ვერ გააჩენს განცდას, თითქოს სახელმწიფო უწყებები საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს იცავენ, - ასე შეაფასა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრმა Eagle Hills-ს ამონაწერის მომზადებაზე უარი უთხრა და 30-დღიანი ვადა მისცა.

მისივე თქმით, საჯარო რეესტრი დაუხარვეზებს თუ არ დაუხარვეზებს რაიმე ტიპის დოკუმენტს არაბულ კომპანიას, ეს არაფერს ცვლის.

„ფაქტი არის ერთი- 6,5 მლრდ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება არის გასაიდუმლოებული იმ ხელისუფლების მიერ, რომელიც კორუფციაშია ბრალდებული და ყველა შტოს თანამდებობის პირი არის სისხლის სამართლის დამნაშავე, ბრალდებული დღევანდელი სასამართლო სისტემის პირობებშიც კი. შესაბამისად, საჯარო რეესტრი დაუხარვეზებს თუ არ დაუხარვეზებს რაიმე ტიპის დოკუმენტს არაბულ კომპანიას, ეს არაფერს ცვლის. ეს არის ტყუილი და პროპაგანდისთვის კიდევ ერთი საკენკი იმისთვის, რომ წარმოაჩინონ, თითქოს ისინი იცავენ რაიმე ტიპის სტანდარტს და სამოქალაქო ინტერესს“, -განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ცნობისთვის, საჯარო რეესტრმა Eagle Hills საქართველოს კომპანიის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებაზე, ასევე ამონაწერის განახლებაზე უარი უთხრა და კომპანიას 30-დღიანი ვადა მისცა, რომ დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე