იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროპა ჩართული უნდა იყოს უკრაინაში სამშვიდობო პროცესში, თუ უკრაინა დაეცემა, ევროპისთვის რისკები იზრდება და აბსოლუტურად არ შეგვიძლია ამის მიღება ან დაშვება

ევროპა ჩართული უნდა იყოს უკრაინაში სამშვიდობო პროცესში, თუ უკრაინა დაეცემა, ევროპისთვის რისკები იზრდება და აბსოლუტურად არ შეგვიძლია ამის მიღება ან დაშვება, - ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

კერძოდ, ტაიანის კომენტარის გაკეთება სთხოვეს მედიაში გავრცელებულ აშშ-ის „სამშვიდობო გეგმაზე“, რომელიც მიუღებლად მიიჩნევა უკრაინისთვის.

„რთულია ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის გაჟონვის კომენტირება.

ყურადღებით გავაანალიზებთ მას [გეგმას], როდესაც ის წარმოდგენილი იქნება. როგორც ადრეც არაერთხელ ითქვა, ევროპას როლი უნდა ჰქონდეს. თუ უკრაინა დაეცემა, ევროპისთვის რისკები იზრდება და აბსოლუტურად არ შეგვიძლია ამის მიღება ან დაშვება“, - განაცხადა ტაიანიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ის არ ეწინააღმდეგება გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას, თუ ამის განხორციელების კანონიერი გზა იქნება ნაპოვნი.

„ეს წმინდად იურიდიული საკითხია, პოლიტიკური არა. უნდა დავინახოთ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება და ასევე როგორ უზრუნველვყოთ ევროზონის სტაბილურობა. იურიდიულმა ექსპერტებმა ახლა სიღრმისეული ანალიზი უნდა ჩაატარონ ევროპის ცენტრალურ ბანკთან ერთად“, - განაცხადა ტაიანიმ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს