ზურაბ ცეცხლაძე - დიდი იმედი მაქვს, რომ 28 ნოემბერს რუსთაველს გადავკეტავთ და კარგა ხნის განმავლობაში შევინარჩუნებთ - ვარწმუნებ მათ, რომ 29 ნოემბერს რუსთაველის პროსპექტს ვერ გახსნიან

დიდი იმედი მაქვს, რომ 28 ნოემბერს რუსთაველს გადავკეტავთ და კარგა ხნის განმავლობაში შევინარჩუნებთ. ვარწმუნებ მათ, რომ 29 ნოემბერს რუსთაველის პროსპექტს ვერ გახსნიან, - ამის შესახებ მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

ზურაბ ცეცხლაძის თქმით, იმუშავებენ იმდენი ხალხის მობილიზებაზე, რომელიც ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ქუჩას გადაკეტავს.

„28 ნოემბერს აუცილებლად ძალიან ბევრი ვიქნებით. 28-ში იქნება აქცია, რომელიც კიდევ ერთხელ ჩაუყრის საფუძველს პროტესტის ევოლუციას. ეს დღე იქნება კოორდინატთა სათავე და აქედან ჩვენ დავიწყებთ ფიქრს არა იმაზე, რომელი ქუჩა გადავკეტოთ, არამედ იმდენი ხალხის მობილიზებაზე ვიმუშავებთ, რომ ნებისმიერ დროს, როცა დაგვჭირდება, ნებისმიერ ქუჩას გადავკეტავთ, მათ შორის რუსთაველის პროსპექტსაც. დიდი იმედი მაქვს, რომ 28 ნოემბერს რუსთაველს გადავკეტავთ და კარგა ხნის განმავლობაში კიდევ შევინარჩუნებთ ჩვენ რუსთაველის გამზირს. ვარწმუნებ მათ, რომ 29 ნოემბერს რუსთაველის პროსპექტს ვერ გახსნიან.

მინდა მოვუწოდო მთელ საზოგადოებას, დაფიქრდნენ, ქვეყანა უფსკრულის პირასაა, თავისუფლების დაკარგვის პირასაა. ყველა, ვინც თანაგვიგრძნობთ სახლებიდან, ოფისებიდან, ქუჩებიდან, უნდა შემოგვიერთდეთ, უნდა დადგეთ. გასარისკი რაც არის ჩვენ გავრისკავთ, ჩვენ გავბედავთ, თქვენ დაიკავეთ ტროტუარები და თავისუფალი ტერიტორია. გადასასვლელი და გადასაკეტი სადაც არის, ჩვენ ვართ იქ ადამიანები, ვინც ამას გავბედავთ და გავაკეთებთ, მთავარია შეივსოს ის ტერიტორია. ჩვენ არ გეუბნებით, რომ გაბედეთ და შარში გაყავით თავი. მოდით და მშვიდობიანად დადექით, ხოლო სხვა მხრივ გასაბედი და გასარისკი რაც არის, არის იქ ხალხი, ვინც ამას გააკეთებს“, - განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა