გიგა ფარულავა - დღევანდელ მოცემულობაში ხელისუფლების ცვლილების ერთადერთ გზად ვხედავთ მხოლოდ მშვიდობიან, არჩევნების გზას - ნებისმიერ არჩევნებში, რომელიც წინ გველის, აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას

ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ შემდეგ არჩევნებში გაყალბების მექანიზმების გამარტივება და საკუთარ თავზე მორგება, - ასე აფასებს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი გიგა ფარულავა „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებას, რომლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, ემიგრანტებისთვის კონსტიტუციით განსაზღვრული საარჩევნო უფლებების შეზღუდვა ემსახურება პოლიტიკური პროცესის საკუთარი ინტერესებისთვის მორგებას.

ფარულავას შეფასებით, ხელისუფლების მოწოდება, ემიგრანტები ოთხ წელიწადში ერთხელ ჩამოვიდნენ, რათა არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, „უტიფარი და შეურაცხმყოფელი“ დამოკიდებულებაა.

„ჩვენთვის არ არის გასაკვირი „ოცნების“ ქმედებები. ამაზე უფრო მწვავე გადაწყვეტილებები მიუღიათ. ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ შემდეგ არჩევნებში გაყალბების მექანიზმების გამარტივება და საკუთარ თავზე მორგება. ემიგრანტები ჩვენ ქვეყანას ტოვებენ იმის გამო, რომ ხელისუფლება ვერ სთავაზობს სოციალურ და ეკონომიკურ პირობებს. დღეს „ოცნება“ ამბობს, რომ მათ არ აინტერესებს ემიგრანტების აზრი. ის ფაქტი, რომ ემიგრანტებს გონორით მოუწოდებენ 4 წელიწადში ერთხელ ჩამოვიდნენ და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ეს არის უტიფარი განცხადება. ეს ადამიანები წლები ვერ ჩამოდიან იმისთვის, რომ ოჯახის წევრები ნახონ და ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ ადგილზე ვერ სთავაზობს სამუშაო და ყოფით პირობებს, ამის ნაცვლად არჩევნებში მონაწილეობის უფლებას უკრძალავს“,- განაცხადა ფარულავამ.

კითხვაზე, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში მიიღებენ მონაწილეობას თუ არა, ფარულავა პასუხობს, რომ ხელისუფლების ცვლილებას მხოლოდ „მშვიდობიანი, საარჩევნო პროცესის გზით“ ხედავენ.

„ჩვენ მანამდეც ვამბობდით და დღესაც იგივე აზრზე ვართ, რომ დღევანდელ მოცემულობაში ხელისუფლების ცვლილების ერთადერთ გზად ვხედავთ მხოლოდ მშვიდობიან, არჩევნების გზას. ნებისმიერ არჩევნებში, რომელიც წინ გველის, აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას.

რა თქმა უნდა, არჩევნები არის ბრძოლის ველი, მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნები იქნება არასამართლიანი, ყველა პარტიამ უნდა იზრუნოს ამომრჩეველი დაარწმუნოს მიიღოს მონაწილეობა. რაც უფრო მეტი ამომრჩეველი მივა, გაცილებით ნაკლები შანსი არსებობს გაყალბების“,- განაცხადა გიგა ფარულავამ.

ფარულავამ ასევე ისაუბრა გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე და აღნიშნა, რომ გახარიაზე თავდასხმები პარტიის დაფუძნების დღიდან პოლიტიკური შურისძიებით არის განპირობებული.

„იმ ადამიანებს, რომლებიც ბინძური პროპაგანდით არიან დაკავებულები აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება თავისუფალი სასამართლოს წინაშე. მათ აუცილებლად მოუწევთ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაზე პასუხისგება. ეს არც თუ ისე შორს არის.

ჩვენი პარტიის დაფუძნების დღიდან, რასაც გახარიას ვერ პატიობენ არის ის, რომ ისინი ვერ ამარცხებენ ერთადერთ პოლიტიკურ ლიდერს გიორგი გახარიას. ამაზე მეტყველებს შეთითხნილი ბრალდებები, რომელიც პირადი შურისძიების მოტივით არის ნაკარნახევი“,- განაცხადა ფარულავამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში