შალვა პაპუაშვილი - ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება არა თუ სწორი ნაბიჯია, არამედ ეს არის იმ ღალატის გამოსწორება, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა - მისი ქმედება გააზრებული ღალატი და ქვეყნის ომში შეყვანა იყო

ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება არა თუ სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, არამედ ეს არის იმ ღალატის გამოსწორება, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა. მისი ეს ქმედება პირდაპირ გააზრებული ღალატი და ქვეყნის ომში შეყვანა იყო, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმების თაობაზე.

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, მმართველი გუნდი უცხოურ დოკუმენტებსა თუ ტექსტებში დაწერილი “სამხრეთ ოსეთის” ტერმინს ეწინააღმდეგებოდნენ და მისივე თქმით არ შეიძლება, რომ ეს ტერმინი საქართველოს სამართლებრივ სივრცეში არსებობდეს.

“როდესაც უცხოურ დოკუმენტში, ან ტექსტში ვკითხულობდით ტერმინს “სამხრეთ ოსეთი”, ჩვენ ამას ყველანაირად ვეწინააღმდეგებოდით და არ შეიძლება, რომ ეს ჩვენივე სამართლებრივ სივრცეში გვქონდეს.ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება არა თუ სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, არამედ ეს არის იმ ღალატის გამოსწორება, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა. მისი ეს ქმედება პირდაპირ გააზრებული ღალატი და ქვეყნის ომში შეყვანა იყო” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გადაცემა "იმედი LIVE“ ეთერში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა