კახა კალაძე - ლუკა ძაძამიასთან მქონდა კომუნიკაცია და საკრებულოს დატოვება არის მისი პირადი გადაწყვეტილება, უამრავი შეურაცხყოფა მიიღო ბოლო თვეებში - მუშაობას კერძო სექტორში გააგრძელებს

თბილისის მერის, კახა კალაძის განმარტებით, თბილისის საკრებულოს წევრმა, ლუკა ძაძამიამ საკრებულო პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ლუკა ძაძამია საკუთარი გადაწყვეტილებით მუშაობას კერძო სექტორში განაგრძობს.

„ლუკასთან მქონდა კომუნიკაცია, ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება. უამრავი შეურაცხყოფა მიიღო ამ ახალგაზრდა ადამიანმა ბოლო თვეების განმავლობაში და არის მისი გადაწყვეტილება მუშაობა გააგრძელოს კერძო სექტორში, კერძო მიმართულებით. თვითონ გააკეთებს განმარტებას აღნიშნულთან დაკავშირებით. ის არის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, მან მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. ყველა მოცემულობიდან გამომდინარე, ყველა ინტერესის გათვალისწინებით მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. გუშინ გვქონდა სუბარი. თავად გააკეთებს განმარტებას“,- განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, ძაძამიას წასვლა ხომ არ უკავშირდება წარსულში ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებში მის მონაწილეობას, კახა კალაძემ განაცხადა, რომ „შეუცდომელი არავინაა“.

„ლუკა ძაძამია არის ახალგაზრდა ადამიანი. ყველას გვეშლება ცხოვრებაში. შეუცდომელი არავინაა. არც თქვენ, არც მე და არავინ. ყველას გვაქვს შეცდომა დაშვებული, მით უმეტეს, როცა ხარ ახალგაზრდა. მან გააკეთა განმარტებები ამასთან დაკავშირებით, რომ დაუშვა შეცდომა. შესაბამისად, ახსნა -განმარტება გაკეთებული იყო მის ქმედებებთან, მის აწმყოსთან დაკავშირებით“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ლუკა ძაძამიამ თბილისის საკრებულო დატოვა. 21 წლის ლუკა ძაძამია საკრებულოში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით შევიდა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში