კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილის მიმართ გრძელდება შანტაჟი, რომლის მთავარი მიზანი იყო ქვეყნის ინტერების დათმობა - სასამართლო წარმატებით დასრულდება, მაგრამ აღსრულება არ მოხდება, ასრულებენ არაფორმალური მმართველების დავალებებს

ბიძინა ივანიშვილის მიმართ შანტაჟი გრძელდება - შანტაჟის მთავარი მიზანი იყო ქვეყნის ინტერების დათმობა, - ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თემო წიქვაძის განცხადება.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როცა საქმე ქვეყნის ინტერესებსა და ქვეყნის მომავალს ეხება, ბიძინა ივანიშვილმა პრინციპული პოზიცია დაიკავა.

„ვიცით, რა პროცესები მიდის, არაფორმალური მმართველები, რომლებიც მართავენ მსოფლიოს, სხვადასხვა ქვეყნებს და აქვთ იმის სურვილი, რომ მთელი მსოფლიო მართონ. ბიძინა ივანიშვილის მიმართ აღნიშნული შანტაჟი გრძელდება. შანტაჟის მთავარი მიზანი იყო ქვეყნის ინტერების დათმობა. ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მან დაიკავა პრინციპული პოზიცია, როცა საქმე ქვეყნის ინტერესებს, ამ ქვეყნის მომავალს ეხება. აქ რაიმე სხვა საკითხზე საუბარი ზედმეტია. შესაბამისად, ამ პრინციპული პოზიციით ვაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკას, ვდგამთ ისეთ ნაბიჯებს, სადაც პირველ რიგში, საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებია გათვალისწინებული. აღნიშნული შანტაჟი გრძელდება. მგონი დღეს ყველა კარგად ხედავს, არავის კითხვის ნიშანი არ უჩნდება ამასთან დაკავშირებით. სხვა დავები რაც იყო ყველა ინსტანციაში მოგებულია, მაგრამ თანხის დაბრუნება არ მოხდა. ალბათ, იგივე დამოკიდებულება იქნება აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით. სასამართლო წარმატებით დასრულდება, მაგრამ აღსრულება არ მოხდება. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ნება, ასრულებენ არაფორმალური მმართველების დავალებებს. მგონი ყველაფერი ცხადია, არანაირი კითხვა არ ჩნდება“,-განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების სანქცირების საკითხს, კახა კალაძემ განმარტა, რომ ხელისუფლება სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს არ დათმობს.

„სანქციები შეიძლება დააწესონ. მაგალითად, ჩვენც ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა დაგვიწესეს. არ შეგვიძლია იმ კონკრეტულ ქვეყანაში შესვლა, მაგრამ ჩვენ ხომ ბევრჯერ ავხსენით და ვთქვით, რომ როდესაც საქმე ქვეყნის ინტერესს ეხება, აქ სანქციებზე საუბარი ზედმეტია. მე რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში თავისუფლად შევძლო გადაადგილება, უნდა დავთმო ჩემი ქვეყნის ინტერესი, უნდა მივუერთდე სანქციებს, რითაც დავაზიანებ ქართველ ხალხს, ქართულ ეკონომიკა,ს, ქართულ სახელმწიფოს. ხომ გახსოვთ რა განცხადებები კეთდებოდა,

„გვირჩევნია ქვეყანაში ბომბები ცვიოდეს, ისეთ განცხადებებს აკეთებს საქართველოს ხელისუფლებაო“. იყო მოწოდებები „მეორე ფრონტის“ გახსნასთან დაკავშირებით.ასეთი პროცესები მიდის მსოფლიოში, ხედავთ როგორი უსამართლობაა. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ქვეყნის ინტერესი“,-განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, მუშაობს თუ არა სანქციები, კახა კალაძემ უპასუხა: „გინდ მუშაობა დაარქვით, გინდა არ მუშაობა. ამას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან პირველ ადგილზე დგას ქვეყნის ინტერესები და ამ ქვეყნის მომავალი“,-განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ივანიშვილი აბსოლუტურად შეგუებულია იმ ფაქტს, რომ არც „კრედიტ სუისის“ საქმესთან დაკავშირებულ და არც „ჯულიუს ბაერში“ აკუმულირებულ თანხებს მას და მისი ოჯახის წევრებს არ განაკარგინებენ. როგორც წიქვაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბიძინა ივანიშვილმა ისიც კი არ იცოდა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა 24 ნოემბერს იგეგმებოდა და ამის შესახებ საჯარო სივრციდან გაიგო.

„ბატონი ივანიშვილი და მისი ოჯახი ამ თანხების გარეშეც აგრძელებს ერთი მხრივ ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და ეკონომიკური სტაბილურობის დაცვას, მეორე მხრივ კი საქველმოქმედო საქმიანობას”, - განაცხადა თემო წიქვაძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე