შალვა პაპუაშვილი - ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების განცხადებაში ზუსტი ტერმინი იყო გამოყენებული - „ავაზაკური რეკეტი“ და ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე - მიზანი არის ივანიშვილზე ზეწოლა, რათა პოლიტიკური გავლენები ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოიყენოს

გუშინ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების განცხადებაში ზუსტი ტერმინი იყო გამოყენებული - „ავაზაკური რეკეტი“. ზუსტად ავაზაკურ რეკეტთან გვაქვს საქმე რასაც ვაკვირდებით ამდენი წლის განმავლობაში, მათ შორის ამ პროცესის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით , -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თემო წიქვაძის განცხადება შეაფასა.

მისი თქმით, ეს არის ჩვეულებრივი ავაზაკური რეკეტი, რომლის მიზანიც არის ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა იმისთვის, რომ მან საკუთარი პოლიტიკური გავლენები ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ გამოიყენოს.

„ვფიქრობ, გუშინ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების განცხადებაში ზუსტი ტერმინი იყო გამოყენებული - „ავაზაკური რეკეტი“. ზუსტად ავაზაკურ რეკეტთან გვაქვს საქმე რასაც ვაკვირდებით ამდენი წლის განმავლობაში, მათ შორის ამ პროცესის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ იმდენად ექვემდებარება გავლენებს სხვადასხვა ინსტიტუტი სხვადასხვა ქვეყანაში, რომ შეუძლიათ პირდაპირ ხელით მართონ ესა თუ ის საკითხი - ვის ჰქონდეს დაშვება საკუთარ ანგარიშზე, ვისი ანგარიშიდან რა თანხა მოხსნან და მიისაკუთრონ ყაჩაღურად და ა.შ. სინამდვილეში, ხელის გულზე დევს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ავაზაკური რეკეტი, რომლის მიზანიც არის ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა იმისთვის, რომ მან საკუთარი პოლიტიკური გავლენები ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოიყენოს. ამ მცდელობებს ჩვენ დიდი ხანია ვაკვირდებით. მათ შორის მაშინ, როცა ის პოლიტიკიდან დისტანცირებული იყო, გახსოვთ, აშშ-ის მაშინდელი ელჩი როგორ დაჟინებით ცდილობდა პოლიტიკაში არმყოფ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას და საბოლოო ჯამში ზუსტად ესეც იმაზე მიანიშნებს თუ რა ძალებია ჩართული ამ პროცესზე გავლენის მოსახდენად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თემო წიქვაძემ გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარია საკითხზე, რომელიც 24 ნოემბერს, ლონდონში ჩანიშნულ სასამართლო პროცესს უკავშირდება. კერძოდ, მისი თქმით, ამ დღეს გამოცხადდება ბერმუდაზე დაწყებული დავის მესამე, საბოლოო ინსტანცია ბიძინა ივანიშვილის სარჩელზე, რომელიც უკვე რამდენიმე წელია გრძელდება და ყველა წინა დავა ადვოკატის თქმით, ივანიშვილის მხარის გამარჯვებით დასრულდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი