ირაკლი ზარქუა 28 ნოემბრის აქციაზე - რა მოლოდინი უნდა მქონდეს, შეიკრიბებიან - დაიშლებიან, ვინმე თუ ზღვარს გადავა, დაჯარიმდება ან დაკავებული იქნება, ეს არის საბოლოო შედეგი

რა მოლოდინი უნდა მქონდეს, შეიკრიბებიან - დაიშლებიან. ვინმე თუ ზღვარს გადავა, დაჯარიმდება ან დაკავებული იქნება, ეს არის და ეს საბოლოო შედეგი, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან 28 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე „100, მაქსიმუმ 150 და ზოგჯერ 30 ადამიანი დადის წინ და უკან“.

„როდესაც შენ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ხარ, ასრულებ უცხო ქვეყნის დაკვეთას, დაფინანსებული ხარ უცხო ქვეყნიდან, ისინი გმართავენ და ცალ ფეხზე დგახარ, ბუნებრივია, საზოგადოების მხარდაჭერა არ გექნება. ამის შედეგია, რომ 100, მაქსიმუმ 150 და ზოგჯერ 30 ადამიანი დადის წინ და უკან. განა იმათ უხარიათ, უბრალოდ დაკვეთა აქვთ ასეთი და ის უნდა შეასრულონ.

გამჭვირვალობის კანონი რომ მივიღეთ, ინფორმაციამ იმოქმედა და ახალგაზრდები, სტუდენტები დაიძრნენ. მათ შორის, ჩვენი ნათესავებიც იყვნენ და როცა გაირკვა, საუბარი დავიწყეთ რასთან გვქონდა საქმე, ჩამოშორდნენ და აგერ 100 კაცი შემორჩა [აქციებზე]. როცა ინფორმირებული ხარ თემასთან არა ამათ მიერ ვიწრო წრეში ჩაგდებული მესიჯით, მერე რომ აბულინგებენ ახალგაზრდებს და ეს უბედურება, რაც ტრიალებდა, ბუნებრივია, მომავალში არ გაგრძელდება, რადგან ყველამ კარგად გაიაზრა და ნახა, რასთან აქვთ საქმე“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ