თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ახალარჩეულ წევრს, ლუკა ძაძამიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ახალარჩეულ წევრს, ლუკა ძაძამიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა.

საკითხზე საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს, სადაც მისი უფლებამოსილების შეწყვეტა დეპუტატებმა ცნობად მიიღეს.

თავად ლუკა ძაძამიას განცხადებით, თბილისის საკრებულოს დეპუტატის მანდატი საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა. ამასთან, მისი თქმით, „გუნდის ერთგული რჩება“.

შეგახსენებთ, 21 წლის ლუკა ძაძამია საკრებულოში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით შევიდა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა