Sky News - ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი მომავალ კვირას გაიმართება

უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტები, ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარს მომავალ კვირას გამართავენ, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მანამდე, უკრაინის პრეზიდენტი ამ საკითხზე კონსულტაციებს გამართავს გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის ლიდერებთან.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფიციალურად მიიღო აშშ-სგან „ომის დასრულების გეგმა“ და მის განხილვას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან აპირებს. ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ გეგმასთან დაკავშირებით შეხვედრა და ძალიან სერიოზული განხილვა ჰქონდა შეერთებული შტატების კიევში მყოფ მნიშვნელოვან დელეგაციასთან. მისი თქმით, უკრაინა პოზიცია ურყევია და მას სჭირდება მშვიდობა, ნამდვილი მშვიდობა - ისეთი, რომელიც არ განადგურდება მესამე შეჭრით. ღირსეული მშვიდობა - ისეთი, რომელიც პატივს სცემს ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და უკრაინელი ხალხის ღირსებას. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ერთგული გეგმასთან დაკავშირებით პარტნიორებთან მკაფიო, პატიოსანი მუშაობის ერთგულია.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე