პროკურატურამ 2019 წელს მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში განსაკუთრებული სისასტიკით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქმე ეხება 2019 წლის 23 ივნის 86 წლის ხანდაზმულის განზრახ მკვლელობის ფაქტს. გამოკვეთილი ახალი გარემოებების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შვილის თანდასწრებით, ბლაგვი საგნის გამოყენებით, განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა დაზარალებულს, რომელიც მიყენებული სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, დამამძიმებელ გარემოებებში (2019 წლის 23 ივნისს მოქმედი რედაქცია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს