პეტრ პაველი - სამშვიდობო გეგმა წარმატებული რომ იყოს, ის მსხვერპლს დამნაშავეზე მეტად არ უნდა სჯიდეს, აუცილებელია უკრაინისა და ევროპის სრული ჩართულობა სამშვიდობო პროცესში

სამშვიდობო გეგმა წარმატებული რომ იყოს, ის მსხვერპლს დამნაშავეზე მეტად არ უნდა სჯიდეს, აუცილებელია უკრაინისა და ევროპის სრული ჩართულობა სამშვიდობო პროცესში,- ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი სოციალურ ქსელში წერს.

„უკრაინაში რუსული აგრესიის დასასრულებლად ბოლო წინადადების დეტალები ჯერ ოფიციალურად არ იქნა წარდგენილი. ის მართალია, რომ პირველი ნაბიჯი სისხლისღვრის გაჩერება უნდა იყოს. ეს დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტით შეიძლება იქნას მიღწეული, რისთვისაც რუსეთს აქამდე სურვილი არ უჩვენებია. სამშვიდობო გეგმა სამართლიანი რომ იყოს, ის მსხვერპლს დამნაშავეზე მეტად არ უნდა სჯიდეს, და თვალს არ უნდა ხუჭავდეს უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე. ის მყარი რომ იყოს, ის უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ღირსეული მომავლის პერსპექტივის გარანტიას უნდა იძლეოდეს. უკრაინელებსაც და ევროპელებსაც აქვთ საკუთარი გამოცდილება რუსეთთან და ნამდვილად სანდო გარანტიებს საჭიროებენ, რომ რუსული აგრესია არ განმეორდება. შესაბამისად, აუცილებელია უკრაინისა და ევროპის სრული ჩართულობა სამშვიდობო პროცესში“, - წერს პაველი.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!