მათე დევიძის სოლიდარობის მარშის კიდევ ორი მონაწილე - ქეთევან ხუსკივაძე და  ნინო ბარძიმიშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო - ხუსკივაძეს 5 000-ლარიანი ჯარიმა, ბარძიმიშვილს კი 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

მათე დევიძის სოლიდარობის მარშის მონაწილე ქეთევან ხუსკივაძე და ნინო ბარძიმიშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქეთევან ხუსკივაძეს 5 000-ლარიანი ჯარიმა, ხოლო ნინო ბარძიმიშვილს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

ცნობისთვის, 19 ნოემბერს თბილისში, მსჯავრდებულ მათე დევიძის სოლიდარობის მარში გაიმართა. დემონსტრანტები თავდაპირველად თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობა გამართეს. მარშის 13 მონაწილე სამართალდამცავებმა მელიქიშვილისა და კაკაბაძის ქუჩებზე დააკავეს. დაკავებულებიდან 5 ქალია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებული პირების ნაწილს პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას, ნაწილს კი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა