პოლიციამ მსვლელობის კიდევ 2 მონაწილე დააკავა - აქციაზე სულ 3 პირია დაკავებული

სამართალდამცველებმა მსვლელობის კიდევ ორი მონაწილე დააკავეს - სულ დღევანდელ აქციაზე სამი პირია დაკავებული.

პროტესტის მონაწილეებმა მსვლელობა დაასრულეს და აქცია პარლამენტთან გრძელდება.

დღეს აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ორი მიმართულებით გამართეს. თავდაპირველად ისინი მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ, საიდანაც კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ. საკანონმდებლო ორგანოსთან დაბრუნების შემდეგ, შეკრებილებმა კვლავ გადაწყვიტეს მსვლელობა და ისინი რუსთაველის მეტროს მიმართულებით გაემართათ.

მსვლელობის მონაწილეებს ყველა ლოკაციაზე თან მიჰყვებოდა პოლიცია, ისინი აქციის მონაწილეებს დაგეგმილი მიმართულებით გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება