Fitch Ratings - საქართველოს პერსპექტივის სტაბილურამდე გაუმჯობესების მთავარი ფაქტორი საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ზრდაა

საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი „BB“ დონეზე შეინარჩუნა, ხოლო პერსპექტივა - სტაბილურამდე გააუმჯობესა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარ ფაქტორად საკრედიტო სარეიტინგო კომპანია საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ზრდას ასახელებს.

როგორც Fitch-ის მიერ გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 2024 წლის ოქტომბრის დაბალ ნიშნულთან შედარებით 37.2%-ით გაიზარდა და 2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ისტორიულ მაქსიმუმს 5.6 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.

სარეიტინგო კომპანია ხაზს უსვამს, რომ რეზერვების ზრდა სებ-ის პოლიტიკის შედეგია, რაც წლის დასაწყისიდან განხორციელებულ შესყიდვებს, ოქროს ფასის გადაფასებას და 2024 წლის ბოლო სარეზერვო მოთხოვნების ზრდას უკავშირდება. მათი განმარტებით, საგარეო შემოდინებებმა და დეპოზიტების დედოლარიზაციამ რეზერვების ზრდაში წვლილი შეიტანა.

„საქართველოს საბანკო სექტორი სტაბილურია, მაღალი მომგებიანობით (სექტემბრის მდგომარეობით ROE 22.7%), მაღალი კაპიტალიზაციით (პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 20%) და აქტივების მაღალი ხარისხით (უმოქმედო სესხების წილი 2.6%).“ პოზიტიურია დედოლარიზაციის ტენდენციები“ - ნათქვამია Fitch-ის ანგარიშში.

სებ-ის ცნობით, Fitch პროგნოზით, 2026-2027 წლებში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს - საშუალოდ 3.2% იქნება, ხოლო ეკონომიკური ზრდა ძლიერი და 2025 წელს 7.3%-ს, 2026 წელს კი 5.3%-ს მიაღწევს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის