„საზოგადოება ივერიისა" - გიორგობის დღესასწაულზე, სამების ტაძარში მოსულ საზოგადოებას საშუალება ექნება მიეახლოს წმინდა გიორგის წმინდა ნაწილს, რომლისთვისაც „საზოგადოება ივერიისას“ ინიციატივით სპეციალურად დამზადდა ხატი და ლუსკუმა

გიორგობის დღესასწაულზე წმინდა სამების საკათედრო ტაძარში მოსულ საზოგადოებას საშუალება ექნება მიეახლოს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ სიწმინდეს - წმინდა გიორგის წმინდა ნაწილს (წმინდა გიორგის მუხლს), რომლისთვისაც „საზოგადოება ივერიისას“ ინიციატივით სპეციალურად დამზადდა ხატი და ლუსკუმა, - ამის შესახებ ნათქვამია ა(ა)იპ „საზოგადოება ივერიისას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"23 ნოემბერს საქართველო აღნიშნავს გიორგობას. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია ქართველებისთვის. ამ დღეს წმინდა გიორგისადმი პატივისცემა და ვედრების წარმოთქმა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

გიორგობის დღესასწაულზე წმინდა სამების საკათედრო ტაძარში მოსულ საზოგადოებას საშუალება ექნება მიეახლოს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ სიწმინდეს — წმინდა გიორგის წმინდა ნაწილს (წმინდა გიორგის მუხლს), რომლისთვისაც „საზოგადოება ივერიისას“ინიციატივით სპეციალურად დამზადდა ხატი და ლუსკუმა (ავტორი დავით კაკაბაძე, უმცროსი).

„საზოგადოება ივერიისას“ ეს ინიციატივა განხორციელდა ქართული საზოგადოების შემოწირულობებით. ამ გზით, თითოეულ შემომწირველს საშუალება ჰქონდა ჩართულიყო ამ განსაკუთრებული სიწმინდის ღირსეულად წარმოჩენის საქმეში", - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს