ბელარუსმა, დონალდ ტრამპსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, უკრაინის 31 მოქალაქე შეიწყალა

ბელარუსმა, აშშ-ისა და ბელარუსის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, უკრაინის 31 მოქალაქე შეიწყალა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

„პრეზიდენტმა შეიწყალა უკრაინის 31 მოქალაქე, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს“, - განუცხადა ლუკაშენკოს პრესმდივანმა, ნატალია ეისმონტმა სახელმწიფო ტელევიზიას.

მისი თქმით, შეწყალება, რომელიც უკრაინამ მოითხოვა, „აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის მიღწეული შეთანხმებების“ შედეგი იყო.

შეგახსენებთ, ტრამპმა ბელარუსს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდა, სანაცვლოდ, ვაშინგტონმა ნაწილობრივ მოხსნა ბელარუსის სახელმწიფო გადამზიდავ „ბელავიასთვის“ დაწესებული სანქციები, რამაც მას საშუალება მისცა, მომსახურება გაეწია და შეეძინა ნაწილები თავისი ფლოტისთვის, მათ შორის „ბოინგის“ თვითმფრინავებისთვის.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე