შალვა პაპუაშვილი - ცრუ ნარატივები, რომელიც „ევროპის სახალხო პარტიიდან“ მოდის, ახალი არ არის - არცერთი სიტყვა ამგვარი უცხოელების არ ინდობა

ცრუ ნარატივები, რომელიც „ევროპის სახალხო პარტიიდან“ მოდის, ახალი არ არის - არცერთი სიტყვა ამგვარი უცხოელების არ ინდობა, ეს ის ხალხია, რომლებიც უკრაინას ეუბნებოდნენ, რომ ბოლომდე მათ გვერდით იდგებოდნენ, შემდეგ ერთობლივად უთხრეს, რომ უკრაინამ ტერიტორიები უნდა დათმოს, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დასმულ შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მოიპოვეს წერილი, რომელიც EPP-ის წევრებმა არასაჯაროდ გაუგზავნეს ევროკომისიის წევრებს, სადაც საუბარია, რომ „საქართველო გვერდს უვლის სანქციებს და რუსეთს ეხმარება“.

შალვა პაპუაშვილის თქმით, „ქართველი ხალხისთვის ყველანაირ წერილებს ძალა დაკარგული აქვს.

„ცრუ ნარატივები, რომელიც „ევროპის სახალხო პარტიიდან“ მოდის, ახალი არ არის. ყველაზე მძიმე ის არის, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ ევროპის ყველაზე ძლიერი გაერთიანებაა და რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლებაში არიან. ვხედავთ, რომ ასეთი ღირებულებებისგან დაცლილი, დეზინფორმაციის გამავრცელებელი და რაც მთავარია სხვა ხალხებზე თავდამსხმელი პარტია, სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებაში არიან, მათ შორის, ევროკომისიაში არიან წამყვან პოზიციებზე წარმოდგენილი, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტის სახით.

სინამდვილეში ვხედავთ, რომ ქართველი ხალხისთვის ყველანაირ წერილებს ძალა დაკარგული აქვს, არცერთი სიტყვა ამგვარი უცხოელების არ ინდობა. ეს ის ხალხია, რომლებიც უკრაინას ეუბნებოდნენ, რომ ბოლომდე მათ გვერდით იდგებოდნენ, გუშინ კი მოვისმინეთ სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებების კომენტარი, კონტაქტის ხაზი უნდა იყოს იმ წერტილში, საიდანაც მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს და ერთობლივად უთხრეს უკრაინას, რომ ტერიტორიები უნდა დათმოს. ასე რომ ჩვენ ასეთი მტერ-მოყვარეები ბევრი გვყავს სამწუხაროდ. მაგრამ, საბედნიეროდ ქართველმა ხალხმა ისწავლა თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ამგვარ მტერ-მოყვარეებს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე შალვა პაპუაშვილმა 21 ნოემბერს, ბრიუსელში ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაუქმებული შეხვედრაც შეაფასა.

„იციან, როგორც კი, სიმართლე შეეხება იმ დეზინფორმაციას და ცრუ ნარატივებს, რომელსაც ბრიუსელი ასე რუდუნებით აკოწიწებს ხოლმე, იმ მომენტშივე ეს ნარატივი ჩამოიმსხვრევა. იციან, რომ სუსტები არიან არგუმენტებში, იციან. რომ სიმართლეს ვერაფერს დაუყენებენ წინ, ეს არის რეალურად სუსტის გაქცევა დისკუსიისგან, ვინაიდან იციან, რომ რამე არგუმენტი საქართველოს წინააღმდეგ არ აქვთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე