ევროკავშირი უკრაინაზე და აშშ-ის „სამშვიდობო გეგმაზე” სპეციალურ შეხვედრას 24 ნოემბერს გამართავს

ევროკავშირი უკრაინაზე და აშშ-ის „სამშვიდობო გეგმაზე” სპეციალურ შეხვედრას 24 ნოემბერს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მივესალმებით აშშ-ის მიმდინარე ძალისხმევებს უკრაინაში მშვიდობის მოსატანად. 28-პუნქტიანი გეგმის წინასწარი პროექტი მნიშვნელოვან ელემენტებს მოიცავს, რომლებიც არსებითი მნიშვნელობისა იქნება სამართლიანი და მყარი მშვიდობისთვის. შესაბამისად, გვჯერა, რომ პროექტი საფუძველია, რომელსაც დამატებითი მუშაობა დასჭირდება.

მზად ვართ ჩავერთოთ, რათა უზრუნველვყოთ მომავალი მშვიდობის სიმყარე. ნათელი ვართ პრინციპზე, რომ საზღვრები ძალით არ უნდა იცვლებოდეს.

ასევე შეშფოთებულები ვართ უკრაინის შეიარაღებული ძალების შემოთავაზებული შეზღუდვებით, რაც უკრაინას მოწყვლადს დატოვებს სამომავლო თავდასხმისთვის.

ვიმეორებთ, რომ ევროკავშირთან და ნატოსთან დაკავშირებული ელემენტების განხორციელება, შესაბამისად, ევროკავშირისა და ნატოს წევრების თანხმობას მოითხოვს.

ამ შესაძლებლობით ვსარგებლობთ, რათა ხაზი გავუსვათ უკრაინისთვის ჩვენი მიმდინარე მხარდაჭერის ძალას. გავაგრძელებთ მომდევნო დღეებში უკრაინასთან და აშშ-სთან მჭიდრო კოორდინაციას.

მუშაობა გრძელდება. ევროკავშირის 27-ვე ლიდერი მოვიწვიე ორშაბათს ლუანდაში, ევროკავშირი - აფრიკის კავშირის ფარგლებში უკრაინაზე სპეციალური შეხვედრისთვის,” - წერს კოშტა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს