CNN - აშშ და უკრაინა „სამშვიდობო გეგმაზე” შეხვედრას ჟენევაში გამართავენ

აშშ და უკრაინა „სამშვიდობო გეგმაზე” შეხვედრას ჟენევაში გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, აშშ-ის არმიის მდივანი, დენ დრისკოლი და მისი გუნდი დღეს, 22 ნოემბერს, ჩავიდნენ ჟენევაში, სადაც უკრაინელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრას გამართავენ მშვიდობისთვის შემდგომ ნაბიჯებზე.

ასევე, წყაროს ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი, სტივ უიტკოფი ჟენევაში მოლაპარაკებებს ხვალ, 23 ნოემბერს, შეუერთდებიან. შეხვედრების მიზანია ზელენსკისა და ტრამპის დაგეგმილ შეხვედრამდე ფორმულირებების შეთანხმება.

წყარომ აღნიშნა, რომ რუსულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის შეხვედრა უკვე დაგეგმილია და “მალე შედგება”, თუმცა ჟენევაში არა. წყარომ უარი თქვა დაკონკრეტებაზე როდის და სად შედგება აღნიშნული შეხვედრა.

CNN-ის დიპლომატიური წყაროს ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები გერმანიიდან, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან ასევე მიემგზავრებიან ჟენევაში დაგეგმილ შეხვედრაზე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს