„დოიჩე ველე“ - დრონებით თავდასხმის შემდეგ მოსკოვის ოლქში მდებარე თბოელექტროსადგურს ხანძარი გაუჩნდა

დრონებით თავდასხმის შემდეგ მოსკოვის ოლქში მდებარე თბოელექტროსადგურს ხანძარი გაუჩნდა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად, ხანძარი მოსკოვის ოლქის ქალაქ შატურაში მდებარე რუსეთის ერთ-ერთი უძველესი თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე გაჩნდა.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, 23 ნოემბრის ღამეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის თავზე ორი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

ასევე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასულ ღამეს ქვეყნის ტერიტორიაზე 75 დრონი გაანადგურეს.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება