დონალდ ტუსკი - 28-პუნქტიან გეგმაზე მუშაობის დაწყებამდე კარგი იქნება ვიცოდეთ, ვინ არის მისი ავტორი და სად შეიქმნა ის

28-პუნქტიან გეგმაზე მუშაობის დაწყებამდე კარგი იქნება ვიცოდეთ, ვინ არის მისი ავტორი და სად შეიქმნა ის, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენ, ევროპის, კანადისა და იაპონიის ლიდერებთან ერთად, გარკვეული შენიშვნების მიუხედავად, 28-პუნქტიან გეგმაზე მუშაობის მზადყოფნის შესახებ გამოვაცხადეთ. თუმცა, ვიდრე მუშაობას დავიწყებთ, კარგი იქნება ზუსტად ვიცოდეთ, ვინ არის გეგმის ავტორი და სად შეიქმნა ის“, - წერს დონალდ ტუსკი X-ზე.

ცნობისთვის, ამერიკელმა სენატორებმა უკრაინაში ომის დასრულების მიზნით შექმნილ „სამშვიდობო გეგმასთან“ დაკავშირებით განაცხადეს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მათ ესაუბრა და უთხრა, რომ „სამშვიდობო გეგმა“ აშშ-ის პრეზიდენტის „ადმინისტრაციის პოზიციას არ წარმოადგენს“.

„28-პუნქტიანი გეგმა, რომელმაც გაჟონა, მარკო რუბიოს თქმით, ადმინისტრაციის პოზიციას არ წარმოადგენს, ეს ფაქტობრივად რუსების სურვილების სიაა“, - აღნიშნა სენატორმა, ანგუს კინგმა.

მოგვიანებით, ამერიკელი სენატორების განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ „სიცრუე“ უწოდა, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ „სამშვიდობო წინადადების“ ავტორი ამერიკის შეერთებული შტატებია.

„ის [„სამშვიდობო გეგმა“] შეთავაზებულია, როგორც ძლიერი ჩარჩო მიმდინარე მოლაპარაკებებისთვის. ის რუსული მხარის წინადადებებს ეფუძნება, თუმცა, ასევე, უკრაინის წინა და მიმდინარე წინადადებებსაც ეფუძნება“, - დაწერა მარკო რუბიომ X-ზე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო