კახა კალაძე Eagle Hills-ზე - ეს კომპანია მარტო საქართველოში კი არ არის შემოსული, ალბათ, სხვა ქვეყნებშიც განაგრძობს ინვესტიციებს და რატომ უნდა იყოს საჯარო სხვა ქვეყნისთვის, რა პირობებით არის საქართველოში შემოსული

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, Eagle Hills-ის ინვესტიცია ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ მიერ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება საჯაროა.

„აღნიშნული ინვესტიციის წინააღმდეგ რატომ მიდის ბრძოლა? საქართველოს ეკონომიკისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს აღნიშნულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, თუნდაც ქართული სამშენებლო კომპანიების გაძლიერების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით და ა.შ. კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება საჯაროა. კომერციული საიდუმლოება არის კონკრეტულად კომპანიის მოგებასთან დაკავშირებული ციფრები, რასაც აქვს თავისი ახსნა. აღნიშნული კომპანია მარტო საქართველოში კი არ არის შემოსული? იგი სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებს. ალბათ, სხვა ქვეყნებშიც განაგრძობს ინვესტიციებს და რატომ უნდა იყოს საჯარო რომელიღაც სხვა ქვეყნისთვის ის ინფორმაცია, თუ რა პირობებით არის ეს კომპანია საქართველოში შემოსული? ის ჩვეულებრივი კომპანიაა, თავისი ბიზნესინტერესები აქვს და ყოველთვის ეცდება როცა სხვა ქვეყანაში შედის, თავისი ინტერესები დაიცვას, ისევე, როგორც ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის ცნობით, საქართველოში 6 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციით შემოდის კომპანია Eagle Hills-ი. ირაკლი კობახიძის განმარტებით, თბილისში, „კრწანისში, 600 ჰექტარზე, აშენდება ახალი მწვანე ქალაქი - მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი მოცულობის საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსებით, სასტუმროებითა და რეკრეაციული სივრცეებით, ხოლო ბათუმში, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, 250 ჰექტარზე, პრემიუმ კლასის კურორტი, რომელიც უმაღლესი კლასის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს“.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში