ირაკლი კობახიძე - ყველა ხედავს, თუ როგორ კოორდინირებულად მოქმედებენ უცხოური წყაროდან დაფინანსებული ორგანიზაციები იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის განვითარებას - ამას აღარ დავუშვებთ არც ერთ შემთხვევაში

ყველა ხედავს, თუ როგორ კოორდინირებულად მოქმედებენ კონკრეტული, უცხოური წყაროდან დაფინანსებული ორგანიზაციები იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის განვითარებას, კონკრეტულად, ხელი შეუშალონ ჩვენს ქვეყანაში სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რომში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ონლაინ მედიების უცხოური ფონებიდან დაფინანსებაზე „იმედის კვირის“ რეპორტაჟს შეეხებოდა.

მისივე თქმით, ამ ყველაფრის უკან დგას ერთადერთი ინტერესი - რამენაირად სცადონ საქართველოში ეკონომიკური განვითარების პროცესების შეფერხება, თუმცა ამ კუთხით წარმატება არ აქვთ.

„ეს კოორდინირებული სქემა, პრინციპში, ხელის გულზე დევს, თუმცა კარგია, რომ ჟურნალისტურმა გამოძიებამ კონკრეტული ფაქტები და დეტალები გამოავლინა ამასთან დაკავშირებით. ყველა ხედავს, თუ როგორ კოორდინირებულად მოქმედებენ კონკრეტული, უცხოური წყაროდან დაფინანსებული ორგანიზაციები იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის განვითარებას, კონკრეტულად, ხელი შეუშალონ ჩვენს ქვეყანაში სტრატეგიული პროექტების განხორციელებას, სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების განხორციელებას. ამის უკან დგას ერთადერთი ინტერესი, რომ რამენაირად სცადონ საქართველოში პროცესების განვითარების შეფერხება, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების პროცესების შეფერხება. ხედავთ, რომ ამ კუთხით მაინცდამაინც წარმატებულები ვერ არიან. ჩვენ, გასული 4 წლის განმავლობაში, გვქონდა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა - 9.7%, თუმცა რომ არა ასეთი ტიპის აქტივობები, რომ არა უცხოური აგენტურა და მათი საქმიანობა, მათი საბოტაჟი, ბუნებრივია, ზრდის ტემპი იქებოდა უფრო მაღალი. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა დავუპირისპირდეთ საბოტაჟის ყველანაირ მცდელობას, მათ შორის, უცხოური დაფინანსებით ეკონომიკური საბოტაჟის მცდელობას. აქ სახელმწიფო იქნება უკომპრომისო. სხვადასხვა მიმართულებით ჩვენ ვხედავდით არაერთ ფაქტს, გასული წლებში, როდესაც ხელოვნურად ცდილობდნენ ეკონომიკური პროექტებისთვის დაბრკოლებების შექმნას, ამას აღარ დავუშვებთ არც ერთ შემთხვევაში. იქნება ეს ენერგეტიკის მიმართულება, სხვა ტიპის ინვესტიციები, ყველა მიმართულებით, რაც სჭირდება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, გაკეთდება აბსოლუტურად ყველაფერი,“ - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს