ირაკლი ზარქუა - მე ამას მშვიდობის გეგმას ვერ დავარქმევ, ეს არის კაპიტულაცია, უკრაინის ტერიტორიების დანაწილება - უკრაინის ტერიტორიებს ისე იყოფენ, თვითონ ზელენსკი არც არის ჩახედული

მე ამას მშვიდობის გეგმას ვერ დავარქმევ, ეს არის კაპიტულაცია, უკრაინის ტერიტორიების დანაწილება - უკრაინის ტერიტორიებს ისე იყოფენ, თვითონ ზელენსკი არც არის ჩახედული, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გაუგებარი პოლიტიკის შედეგად, უამრავი ადამიანი დაიხოცა.

„უკრაინას ჯერ ეუბნებოდა მთელი ცივილიზებული სამყარო, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, გვერდში დაგიდგებით იარაღით, ფულით, ახლა უკვე უკრაინის ტერიტორიებს ისე იყოფენ, თვითონ ზელენსკი არც არის ჩახედული. მაშინაც გითხარით, ზელენსკის მთავრობას გაასამართლებს უკრაინელი ხალხი. მან ისეთი შეცდომები დაუშვა, ისეთი ტრაგედიები მოახდინა თავის სამშობლოში რომ გამორიცხულია, ამას არ გაატარებენ.

რაც შეეხება ე.წ. სამშვიდობო გეგმას - მე არ ვიცი, რამდენად არის სამშვიდობო გეგმა, რომელიც შემოკავებულია. მე ვთვლი, რომ ეს არის უკრაინის დაყოფის, უკრაინის კიდევ უფრო გაუბედურების გეგმა. იქ წერია, რომ ტერიტორიები უნდა დათმოს, ყირიმი აღიაროს, სახელმწიფო ენად რუსული გამოაცხადოს, ჯარი შეკვეცოს, ნატოზე უარი თქვას. ომი რისთვის დაიწყო?! ამის მეათედიც არ იყო თავიდან მოთხოვნილი. ჩემთვის გაუგებარია. აი, რა ტრაგედიებს გადარჩა ჩვენი სამშობლო. რა გამოდის ახლა?! რუსეთი გამოდის გამარჯვებული. მე ამას მშვიდობის გეგმას ვერ დავარქმევ, ეს არის კაპიტულაცია, უკრაინის ტერიტორიების დანაწილება. უკრაინელი ხალხი თავის სიტყვას იტყვის. მე გული მტკივა, იქ უამრავი ადამიანი ჩაიხოცა ზელენსკის გაუმართლებელი, გაუგებარი პოლიტიკის შედეგად,“ - განაცხადა ზარქუამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები