სახალხო დამცველის აპარატმა, ევროკავშირთან და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობის ფარგლებში, ბავშვთა უფლებებზე ინტერაქტიული დიალოგი გამართა

21 ნოემბერს, ბავშვთა მსოფლიოს დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 20 ნოემბერს აღინიშნება, სახალხო დამცველის აპარატმა, ევროკავშირთან და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობის ფარგლებში, გამართა ინტერაქტიული დიალოგი ბავშვთა უფლებებზე. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები და ასევე ევროკავშირის დელეგაციის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.

„ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, რომელმაც ბავშვებს შესაძლებლობა მისცა დაესვათ კითხვები და თავიანთ უფლებებზე უშუალო დიალოგში ჩართულიყვნენ პანელისტებთან. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ნიკოლას სენდროვიჩი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში იესპერ მოლერი და სახალხო დამცველის მოადგილე ირინე ჩიხლაძე.

პანელისტებმა უპასუხეს სამ ძირითად კითხვას: რატომ არის მნიშვნელოვანი, ბავშვებმა იცოდნენ საკუთარი უფლებები და როგორ შეუძლიათ ზრდასრულებს ხელი შეუწყონ მათ აქტიურ მონაწილეობას; როგორ შეიძლება ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; რატომ წარმოადგენს ბავშვთა უფლებები ევროკავშირის პრიორიტეტს.

დამატებით, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ბავშვის უფლებების შესახებ ბავშვზე მორგებული საინფორმაციო მასალები, რომლებიც შემუშავებულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ ევროკავშირის და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ამ რესურსებს და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები. აღნიშნული მასალები ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე ➡ https://shorturl.at/oFlWS

ღონისძიება წარმოადგენს ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ინიციატივის - „ადამიანის უფლებები ყველასთვის - ბავშვთა უფლებების რეალიზაცია ოჯახზე, მართლმსაჯულებაზე და სათანადო ცხოვრების დონეზე“, ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვების დაცვას, მათ გაძლიერებას, პროფესიონალების შესაძლებლობების განვითარებას და ბავშვებისთვის მხარდამჭერი გარემოს შექმნას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის