სი ძინპინი დონალდ ტრამპს ესაუბრა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესაუბრა, - ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, სი ძინპინმა და დონალდ ტრამპმა ორმხრივი ურთიერთობები, ასევე, ტაივანისა და უკრაინის საკითხები განიხილეს.

„ასევე, სახელმწიფოს მეთაურებმა უკრაინის კრიზისიც განიხილეს. სი ძინპინმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს მშვიდობისკენ მიმართულ ყველა ძალისხმევას და იმედოვნებს, რომ მხარეები მათ შორის არსებული უთანხმოებების შემცირებას გააგრძელებენ და მიაღწევენ სამართლიან და ხანგრძლივ სამშვიდობო შეთანხმებას, რათა კრიზისი ძირეულად მოაგვარონ“, - წერს გამოცემა.

ასევე, სი ძინპინმა დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ „ტაივანის დაბრუნება ომისშემდგომი საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს“.

„სი ძინპინმა ტაივანის საკითხზე ჩინეთის პრინციპულ პოზიციას ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ ტაივანის ჩინეთის შემადგენლობაში დაბრუნება ომისშემდგომი საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩინეთი და აშშ ფაშიზმისა და მილიტარიზმის წინააღმდეგ ერთმანეთის გვერდით იბრძოდნენ და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დასაცავად ახლა ერთად უნდა იმუშაონ“, - წერს ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის