შალვა პაპუაშვილი - მინდა, ევროპულ დედაქალაქებს, „მივულოცო“, რომ ისინი საქართველოში ქსენოფობიას აფინანსებენ - ეს თუ არ არის სირცხვილი ევროპის, მაშინ, ან არ იციან რა არის სირცხვილი, ან არ იციან, რა არის ქსენოფობია, ან არ იციან, რა არის ევროპა

მინდა, ევროპულ დედაქალაქებს, „მივულოცო“, რომ ისინი ქსენოფობიას აფინანსებენ, ეს თუ არ არის სირცხვილი ევროპისა, ვისი ფულიც იხარჯება ქსენოფობიურ კამპანიებში, მაშინ, მათ ან არ იციან რა არის სირცხვილი, ან არ იციან, რა არის ქსენოფობია, ან არ იციან, რა არის ევროპა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, როდესაც ევროპული ფონდებიდან Eagle Hills-ის საწინააღმდეგო პუბლიკაციების დაფინანსების შესახებ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სამარცხვინოა, რომ ევროპიდან საქართველოში ქსენოფობიას აფინანსებენ იმ „ენჯეოების“ მეშვეობით, რომლებსაც ვებგვერდები აქვთ.

„სამარცხვინოა, რომ იმ ევროპის, რომელსაც გამოვლილი აქვს უმძიმესი ისტორია ქსენოფობიისა, ამ ათწლეულების შემდეგ კვლავ ვხედავთ, რომ ევროკავშირის, ევროპული სხვადასხვა დედაქალაქის ფული გამოიყენება ქსენოფობიური კამპანიის დასაფინანსებლად. ამიტომ, მივმართავ იმ დონორებს, რომლებიც აფინანსებენ ამ ორგანიზაციას, გაამჟღავნონ საკუთარი თავი. დაასახელონ, ვინ არიან, ვინც აფინანსებენ ამ ორგანიზაციას, რათა ქართველმა ხალხმა ვიცოდეთ, ვინ არიან ქსენოფობი დონორები საქართველოში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენითაც მოვიძიებთ და დავასახელებთ ქსენოფობ დონორებს, რომლებიც 21-ე საუკუნეში იმისთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური საბოტაჟი განახორციელონ, არ თაკილობენ ქსენოფობიის როგორც იარაღად გამოყენებას. ეს არის სირცხვილი და შავი დღე ევროპელი დონორებისთვის. დროა, ვამხილოთ კიდევ ერთი დიდი აფერა და ტყუილი, რომელსაც საქართველოში დონორები გვივრცელებენ, რომ თითქოს არსებობს გარკვეული ჯგუფი ონლაინმედიის. ეს არანაირი ონლაინმედია არ არის, ეს სინამდვილეში არიან ჩვეულებრივი „ენჯეოები“, რომლებსაც აქვთ ვებგვერდები. არანაირი ჟურნალისტიკა მათ საქმიანობაში არ არის და არანაირი მედიასაქმიანობა ეს არ არის. ესენი არიან ჩვეულებრივი „ენჯეოები“ ვებგვერდებით. თუ შეხედავთ მათ საინფორმაციო თემატიკას, არის სრულად კონცენტრირებული, მათ შორის, ძალადობრივი აქციების რეკლამირებაზე, დაანონსებაზე, შედეგების აღწერაზე. აბსოლუტური პროპაგანდისტული რუპორი არის ძალადობრივი ჯგუფებისა. და ასევე პროპაგანდისტული რუპორი ქსენოფობიური კამპანიისა და რუპორი საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური საბოტაჟისა. ასე რომ, ეს არ არის არანაირი მედია, თავის არსით. ეს არის „ენჯეოები“ ვებგვერდებით. არანაირი ჟურნალისტური სტანდარტი და ეთიკა მათში არ არსებობს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის