შალვა პაპუაშვილი - „ნამახვანჰესის“ პროექტის ეკონომიკური საბოტაჟისთვის გამოყენებული იყო ე.წ. ენჯეომედიები - ჩვენმა ეკონომიკამ და ჩვენმა მოსახლეობამ იზარალა არა მხოლოდ პირდაპირ, არამედ იმითაც, რომ გარე დაფინანსებით ეკონომიკური საბოტაჟი მოგვიწყვეს

„ნამახვანჰესის“ პროექტის ეკონომიკური საბოტაჟისთვის გამოყენებული იყო „ენჯეოები“ და ეს ე.წ. ენჯეომედიები. საქართველომ იზარალა არამხოლოდ პირდაპირ, ამ პროექტის ჩაშლით, არამედ იზარალა ჩვენმა ეკონომიკამ და ჩვენმა მოსახლეობამ იმით, რომ გარე დაფინანსებით ეკონომიკური საბოტაჟი მოგვიწყვეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ისინი ამხელენ და დაადგენენ ყველა დამფინანსებელს, ვინც ქვეყანას და ხალხს აზიანებს და ეკონომიკურ საბოტაჟს უწყობს.

„დღეს შეგვიძლია, უკვე ღიად ვთქვათ, რომ მაშინაც, ვინც ეს საბოტაჟი განახორციელა, ისინი ფინანსდებოდნენ უცხოეთიდან. იმ მომენტში ამერიკული და ევროპული ფონდებიდან. დღეს აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ აღიარა წინა ადმინისტრაციის დანაშაულები ამ მხრივ, რომ ხდებოდა თანხების გამოყენება სხვა ქვეყნების და ხალხების დაზიანებისთვის. ასეთ პროექტებს აღარ აფინანსებენ. იმედი გვაქვს, ყოველ შემთხვევაში და რაც ვიცით, ასეა. და დღეს მთლიანად ეს საბოტაჟი ფინანსდება ან უშუალოდ ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის ბიუჯეტიდან. ამიტომ, აქაც დღესაც დამალულია ყველა ამ ორგანიზაციის დაფინანსება. მათ დონორებს მოვუწოდებ, დაასახელონ საკუთარი თავი, ვინ აფინანსებს „პუბლიკას“, „ნეტგაზეთს“, „ონჯის“ და სხვა ამგვარ ვებგვერდიან „ენჯეოებს“ და ვინ აფინანსებს ეკონომიკურ საბოტაჟს საქართველოს წინააღმდეგ. აქაც დავპირდებით, რა თქმა უნდა ჩვენც დავადგენთ ვინ არიან დამფინანსებლები და ყველას, რომელი ელჩიც არ უნდა იყოს ეს, რომელი ქვეყანა და რომელი ორგანიზაციაც არ უნდა იყოს, ყველას ვამხელთ, ვინც ჩვენ ხალხს აზიანებს და ეკონომიკურ საბოტაჟს უწყობს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის