რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ. მსვლელობის მონაწილეები ამ წუთებში თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან, თუმცა წინასწარ არ აცხადებენ, რა იქნება საბოლოო დანიშნულების ადგილი.

მსვლელობის ორგანიზატორები მოუწოდებენ მოქალაქეებს, არ შევიდნენ კომუნიკაციაში პოლიციელებთან და მოერიდონ დაპირისპირებას.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

ისინი სკანდირებენ: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.

მსვლელობის მონაწილეებს თან მიჰყვება პოლიცია, ისინი აქციის მონაწილეებს გზაზე გადასვლის და გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა