გიორგი შარაშიძე - ჩვენ არ ვართ ინვესტიციების წინააღმდეგი, არ ვართ ქსენოფობიის მომხრე - კობახიძე გვეუბნება, რომ სიტყვაზე უნდა ვენდოთ, ბოდიში, მაგრამ რატომ უნდა ვენდოთ, „ოცნების“ პირობებში ერთი და ორი „გადაგდება“ გვახსოვს?!

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის დეპუტატი გიორგი შარაშიძე აცხადებს,რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, რომელსაც 26 ნოემბერს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ, „მწვავე კითხვები“ ექნებათ. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს შეკითხვები. წინასწარ ნუ მივცემთ საშუალებას კობახიძეს მოემზადოს ჩვენი კითხვების საპასუხოდ. „ქართული ოცნების“ მიერ ინტერპელაციის წესით არის დაბარებული პარლამენტში. ჩვენი ინფორმაციით, საკითხი ეხება განათლების რეფორმას. თუ „ოცნებამ“ დააკორექტირა ინტერპელაციის ფორმატი და დაამატა Eagle Hills-ის საკითხი, ეს მათი პრეროგატივაა. ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან იქნება მწვავე კითხვები. პირველ რიგში, ამ პროექტის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვართ ინვესტიციების წინააღმდეგი, ასევე არ ვართ ქსენოფობიის მომხრე, მაგრამ რაც გვაღელვებს არის ის თუ რა პირობებით შედგა ხელშეკრულება. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია.

კობახიძე გამოდის და გვეუბნება, რომ სიტყვაზე უნდა ვენდოთ. ბოდიში, მაგრამ რატომ უნდა ვენდოთ. „ოცნების“ პირობებში ერთი და ორი „გადაგდება“ გვახსოვს?! თუკი მართლა საუკეთესო პირობაზე წამოიყვანეს, გასაჯაროვდეს ხელშეკრულება“,- განაცხადა შარაშიძემ.

ამასთან, გიორგი შარაშიძემ ისაუბრა 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე და აცხადებს, რომ მისი პარტია 28 ნოემბერს დაგეგმილი აქციის ორგანიზებაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„ჩვენ ქუჩაში ვათენებდით და ვაღამებდით, ყოველდღე ვიდექით რუსთაველზე მანამ, სანამ ეს იყო სახალხო პროტესტი. მას შემდეგ რაც დაშენდა თავზე პარტიული გავლენები, ბოიკოტის კამპანია დაიწყო და დაგვირგვინდა 4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო პროვოკაციით, იგივე პარტიები გამოდიან, 28 ნოემბრის აქციის ორგანიზებას აპირებენ. მათთან ერთად ჩვენ, პარტიულად, რა თქმა უნდა, ორგანიზებაში მონაწილეობას არ მივიღებთ.

რა თქმა უნდა, მშვიდობიანი პროტესტი უნდა იყოს და უნდა განვითარდეს. ამ ყველაფერში მთავარი დამნაშავე არის 4 ოქტომბერი. ეს იყო თვეების განმავლობაში მომზადებული კამპანია. რაც 4 ოქტომბერს მოხდა, ამან ოპოზიცია დაასუსტა და გააძლიერა „ოცნება“, - განაცხადა შარაშიძემ.

შარაშიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკური უპირატესობის შენარჩუნებას დიდწილად საზოგადოებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ არსებული შიშის ფონზე ახერხებს.

მისი თქმით, ხელისუფლებას თავად აწყობს ძლიერი მოწინააღმდეგის იმიჯად სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობა.

შარაშიძე არ გამორიცხავს, რომ მმართველმა პარტიამ სამართლებრივად სცადოს „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა, თუმცა მიიჩნევს, რომ მისი ფაქტორი პოლიტიკურ პროცესებში მაინც დარჩება.

„დღეს „ოცნებას“ იმაზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს, ვიდრე იმსახურებს. სანამ „ოცნების“ ძალიან ცუდი მმართველის ბევრად უარესი ალტერნატივა იქნება მოძალადე რეჟიმის „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების შიში, იქამდე „ოცნება“ ყოველთვის გამოვა მოგებული ამ პროპაგანდისტულ ომში. „ოცნებას“ თავად აწყობს ჰყავდეს ისეთი მტრის ხატი, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა".

„ოცნება“ არ აკრძალავს „ნაციონალურ მოძრაობს“. შეიძლება მოხდეს ისე, რომ სამართლებრივად აკრძალოს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტორი პოლიტიკურ დღის წესრიგში მაინც იქნება, ოღონდ „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურებით კი არა - „ოცნების“, - განაცხადა შარაშიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში