დავით მათიკაშვილი - ნატოს გენერალური მდივანი გაუგებარ მინიშნებებს აკეთებს, ასეთი ელფერის მქონე განცხადებას ჯობს, თუ არის რაიმე სათქმელი, ბოლომდე გაგვაგებინოს - ცალ კარში თამაში ნებისმიერ სტრუქტურასთან, მათ შორის, ნატოსთან, წარმოუდგენელია

ნატოს გენერალური მდივანი გაუგებარ მინიშნებებს აკეთებს - ასეთი ელფერის მქონე განცხადებას ჯობია, თუ არის რაიმე სათქმელი, ბოლომდე გაგვაგებინოს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, საქართველო მზადაა კონსტიტუციური ვალდებულებები შეასრულოს, "ოღონდ ეს ყველაფერი არის ორმხრივი თამაში და წარმოუდგენელია ცალ კარში თამაში ნებისმიერ სტრუქტურასთან, მათ შორის, ნატოსთან".

როგორც მათიკაშვილი აღნიშნავს, მომავალი იმაზეა დამოკიდებული, რა განწყობა იქნება და როგორ განვითარდება მოვლენები ამ მოცემულობაში.

„ნატოს გენერალური მდივანი გაუგებარ მინიშნებებს აკეთებს. პირველი - თუ რა წყაროებისგან იღებენ საქართველოს შესახებ ინფორმაციას ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურები, ჩვენთვის კარგად არის ცნობილი. აქაური რადიკალებისგან, აქაური "ენჯეოშნიკებისგან", ხალხისგან თუ მედიასაშუალებებისგან, საიდანაც ელემენტარულად, სიმართლეს ვერ გაიგებ. მეორე - ამ რაღაც ტენდენციურ განცხადებას, ასეთი ელფერის მქონე განცხადებას ჯობია, თუ არის რაიმე სათქმელი, ბოლომდე გაგვაგებინოს. ძალიან კარგია, რომ გვაკვირდებით. ჩვენც მზად ვართ, კონსტიტუციური ვალდებულებები, რაც გაგვაჩნია, შევასრულოთ. ოღონდ ეს ყველაფერი არის ორმხრივი თამაში და გამორიცხულია, წარმოუდგენელია ცალ კარში თამაში ნებისმიერ სტრუქტურასთან, მათ შორის, რა თქმა უნდა, ნატოსთან. ჩვენ ვაგრძელებთ ნატოსთან ურთიერთობას. თქვენ კარგად იცით, რომ გრძელდება გარკვეული წვრთნები, ერთობლივი მოქმედებები. ბუნებრივია, მომავალი იმაზეა დამოკიდებული, რა განწყობა იქნება და როგორ განვითარდება მოვლენები ზოგადად, ამ მოცემულობაში“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, მარკ რუტემ განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიამიტი არაა.

კითხვაზე, საქართველო კვლავ ასპირანტი ქვეყანაა თუ არა, მარკ რუტემ უპასუხა, რომ „ევროატლანტიკურ სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც ნატო-ს წევრობა სურს, შეუძლია სურვილი გამოხატოს და შემდეგ პროცესი იწყება“.

„რა თქმა უნდა, მიამიტი არ ვარ იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ. ჩვენ ამის შესახებ ქართველებს ნათლად ვაცნობეთ“, - განაცხადა მარკ რუტემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს