მინისტრის მოადგილე - ბიზნესსექტორთან კონსულტაციების შედეგად მივედით შეთანხმებამდე, რომ ერთჯერადი ჭიქები, თეფშები, დანები და ასეთი სეგმენტის სხვა ნივთები აკრძალული იქნება

მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლოა ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ნივთების გაყიდვა აიკრძალოს, სახელმწიფოს ორგანოების მხრიდან კი, მათი შესყიდვა შეიზღუდოს.

ამ მიზანს პარლამენტში, დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარდგენილი „ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილებები ემსახურება, რომლის მიღების შედეგად, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება გარკვეული პროდუქტის ბაზარზე როგორც პირველადი მიწოდების, ასევე ამ პროდუქტით ვაჭრობის აკრძალვა ან შეზღუდვა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განმარტა, სახიფათო პლასტიკის ერთჯერადი პროდუქცია მრავალრიცხოვან სახიფათო ნარჩენებს წარმოქმნის, რაც საფრთხეს შეიცავს როგორც ნარჩენების მართვის, ასევე ადამიანის ჯანმრთელობის კუთხით.

„ბიზნესსექტორთან კონსულტაციების შედეგად მივედით შეთანხმებამდე, რომ ერთჯერადი ჭიქები, თეფშები, დანები, საწრუპები და ასეთი სეგმენტის სხვა ნივთები აკრძალული იქნება. ბიზნესსექტორს მიეცემა იმ მარაგების ამოყიდვის საშუალება, რომელიც იმპორტის აკრძალვამდე იქნება შემოტანილი, მაგრამ ამოყიდვის პერიოდის დასრულების შემდგომ უნდა იმართოს შიდა ვაჭრობა.

სახელმწიფო სექტორმა ერთჯერად ჭიქებთან დაკავშირებით შესაძლოა თვითშეზღუდვა განახორციელოს და შესყიდვაზე თქვას უარი, რასაც საკანონმდებლო საფუძველი სჭირდება. გვინდა, რომ სახელმწიფო სექტორი მაგალითის მომცემი და მოწინავე გახდეს იმ კუთხით, რომ ნარჩენების მართვის კუთხით წინ გადაიდგას ნაბიჯი და პლასტიკის ნივთების შეზღუდვა მოხდეს“, - განაცხადა ზურაბ ეზუგბაიამ კომიტეტის სხდომაზე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს