თინა ბოკუჩავა - ხელქვეითები ივანიშვილს ატყუებენ, როცა ეუბნებიან, რომ თუ ტყვეებს აიყვანს, შესაძლოა, დასავლეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დაუჯდეს და პოლიტპატიმრების აყვანით, მას შეუძლია დაიბრუნოს მისი მილიარდი დოლარი

ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ ის ამ მილიარდ დოლარს დაიბრუნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნებს ქვეყანას, საქართველოს დააბრუნებს ევროატლანტიკური განვითარების გზაზე და ამ ქვეყანას დაუბრუნებს სიმშვიდეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილის „კრედიტ სუისთან“ დავა შეაფასა.

ბოკუჩავას თქმით, ლონდონის სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, მისთვის მინიჭებული 607 მლნ დოლარის მიღების ილუზიაც არ აქვს ბიძინა ივანიშვილს, რაც ჩანს იმ განცხადებებში, რომელიც მისმა ადვოკატმა გააკეთა.

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელი გავეშების რეალური მიზეზი. სად ატყუებენ მას, რიგ შემთხვევაში, არაინფორმირებული და ბეცი, რიგ შემთხვევაში კი გაუბედავი და მხდალი „ქოცი“ ხელქვეითები. მას ატყუებენ, როდესაც ეუბნებიან, რომ ის თუ ცოცხალ ტყვეებს აიყვანს, შესაძლოა, დასავლეთი მას მოლაპარაკების მაგიდასთან დაუჯდეს და პოლიტპატიმრების აყვანით, მას შეუძლია დაიბრუნოს მისი კუთვნილი მილიარდი დოლარი. სრულიად უბადრუკი, არაფრის მომცემია ის მცდელობა, რომელიც არის წინა ამერიკული ადმინისტრაციის მიერ დაკისრებული სანქციების მოხსნის მიმართულებით. ბიზნესმენები და რამდენიმე სპორტსმენი ცდილობს აღნიშნულზე მუშაობას აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, მაგრამ აშშ-ის ადმინისტრაციაში ამგვარი ძალისხმევა სრულიად არასერიოზულად აღიქმება. ამასობაში, სრულიად რეალისტურია, რომ მას დაუწესდეს ბრიტანული ფინანსური სანქციები, რაც ყველა რუსმა ოლიგარქმა იცის, რომ ნამდვილი წყევლაა და რომლის გვერდის ავლა სრულიად შეუძლებელია, ამერიკული სანქციები თეორიულად რომც მოიხსნას. მეტიც, ამგვარი გადაწყვეტილება უფრო დააჩქარებს ბრიტანულ სანქციებს და ბოლოს, ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ ის ამ მილიარდ დოლარს დაიბრუნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნებს ქვეყანას, საქართველოს დააბრუნებს ევროატლანტიკური განვითარების გზაზე და ამ ქვეყანას დაუბრუნებს სიმშვიდეს. ეს უნდა შეიმეცნოს, დაიჯეროს, არ უნდა მოუსმინოს გაუბედავ, უმეცარ რუს-ქოც ხელქვეითებს, რომლებიც მას ატყუებენ. უნდა შეწყვიტოს ქვეყნის ჯიჯგნა მილიარდი დოლარის დასაბრუნებლად. ამისთვის არსებობს კონკრეტული გზა და მოქმედებები, რომელიც შეუძლია გადადგას“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტმა, იგივე ლონდონში ბაზირებულმა უზენაესმა სასამართლომ, ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სასამართლომ ივანიშვილის წინააღმდეგ საჩივარი უარყო და მისთვის ზარალის ანაზღაურების ვალდებულება ძალაში დატოვა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს