Eagle Hills-თან დაკავშირებით „მეწარმეთა შესახებ“ და „სახელმწიფო ქონების“ შესახებ კანონებში ცვლილებები შედის

Eagle Hills-თან დაკავშირებით „მეწარმეთა შესახებ“ და „სახელმწიფო ქონების“ შესახებ კანონებში ცვლილებები შედის.

პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს კანონის პროექტს, რომლის მიღების შედეგად, ჩნდება სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ სახელმწიფო, ასევე აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50% ან 50%-ზე ნაკლები წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების სამეთვალყურეო საბჭოში წარმომადგენელი იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არა აქვს და დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს.

საკანონმდებო პაკეტი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს.

„არაბთა გაერთიანებული საამიროს დეველოპერულ და საინვესტიციო კომპანია EAGLE HILLS DEVELOPMENT HOLDINGS LIMITED-ისა და საქართველოს მთავრობის მონაწილეობით „საინვესტიციო ხელშეკრულება“ გაფორმდა, რომლითაც განისაზღვრა თბილისისა და გარდაბნის (კრწანისის ტერიტორია) და აჭარის (ბათუმი/გონიო) ტერიტორიებზე უძრავი ქონებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები და „აქციონერთა შეთანხმება“, რომლითაც დადგინდა სახელმწიფოსა და EAGLE HILLS DEVELOPMENT HOLDINGS LIMITED-ის მიერ ერთობლივი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი კომპანიის - შპს „იგლ ჰილს საქართველოს“ (ს/ნ 404770011) მმართველობის წესები, კაპიტალის სტრუქტურა და პარტნიორთა უფლება-მოვალეობების ჩარჩო, მისი განხორციელების წესები.

„აქციონერთა შეთანხმების“ თანახმად, სახელმწიფოსა და EAGLE HILLS DEVELOPMENT HOLDINGS LIMITED-ის მიერ ერთობლივი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი შპს „იგლჰილს საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა უნდა შედგებოდეს როგორც ინვესტორის, ასევე, სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან.

ამასთან, აღნიშნულ საწარმოში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა განისაზღვრება 50%-ზე ნაკლები ოდენობით. „ერთობლივი საწარმოს“ მნიშვნელობისა და ფუნქციის გათვალისწინებით, აუცილებელია, მისი სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად დანიშნულ იქნენ საჯარო მოსამსახურეები, რაც „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში სათანადო ცვლილების განხორციელების გარეშე შეუძლებელია“, - ვკითხულობთ პარლამენტში წარდგენილი პროექტის განმარტებით ბარათში.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა