ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსი ოკუპანტები უკრაინას 22 რაკეტით და 460-ზე მეტი დრონით დაესხნენ თავს - პარტნიორებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ უკრაინის დახმარებაში არანაირი პაუზა არ შეიძლება

რუსი ოკუპანტები 25 ნოემბრის ღამეს უკრაინას თავს დაესხნენ 22 სხვადასხვა ტიპის რაკეტის, მათ შორის აერობალისტური რაკეტების, და 460-ზე მეტი დრონის გამოყენებით, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ძირითადი დარტყმა კიევის ოლქსა და დედაქალაქს მოიცავდა და ქალაქში საცხოვრებელი შენობები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა. ამ დროისთვის ცნობილია 13 ადამიანის დაშავების და, სამწუხაროდ, 6 ადამიანის გარდაცვალების შესახებ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი ინფორმაციით, თავდასხმამ ნგრევა გამოიწვია ოდესის ოლქში: დარტყმები განხორციელდა პორტებზე, საკვების მარაგებსა და ინფრასტრუქტურაზე, ასევე დაბომბეს დნეპრის, ხარკოვის, ჩერნიგოვის და ჩერკასის ოლქები. მთავარი სამიზნეები იყო ენერგეტიკა და ყველაფერი, რაც ნორმალურ ცხოვრებას უზრუნველყოფს.

ზელენსკის განცხადებით, ოთხმა რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა მოლდოვისა და რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.

„სწორედ ამიტომ პარტნიორებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ ყოველდღიურად საჭიროა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. იარაღი და საჰაერო თავდაცვა მნიშვნელოვანია, ისევე როგორც აგრესორზე სანქციებით ზეწოლა. დახმარებაში არანაირი პაუზა არ შეიძლება. ახლა მთავარია, რომ ყველა პარტნიორმა ერთად იმუშაოს, კოორდინირებული ძალისხმევით, დიპლომატიის მიმართულებით. რუსეთზე ზეწოლამ აუცილებლად უნდა იმუშაოს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში