კახა კალაძე - 30 წელია ნატო-ში წევრობას ვითხოვთ და არაფერი კეთდება, ნაბიჯიც არ გადადგმულა - მათი ინტერესების გატარებას ჩვენი ქვეყნის ინტერესები არ უნდა შევწიროთ, როგორც ეს 2008 წელს ან უკრაინაში მოხდა - დიდი სიფრთხილე და ყურადღება გვმართებს

უკვე 30 წელია, ვითხოვთ ნატო-ში წევრობას და არაფერი არ კეთდება ამასთან დაკავშირებით, არათუ არ კეთდება, ნაბიჯიც არ გადადგმულა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ნატო-ს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

კალაძის თქმით, ხშირად ხდება ისეთი ქვეყნებით სპეკულირება, როგორებიც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არიან.

„წევრობას რაც შეეხება, უკვე 30 წელია ვითხოვთ ნატო-ში წევრობას და არაფერი არ კეთდება ამასთან დაკავშირებით, არათუ არ კეთდება, ნაბიჯიც არ გადადგმულა. არის სულ რაღაც განმარტებები, ხან MAP-ია, ხან რაღაც, არანაირი კონკრეტიკა. გავიხსენოთ უკრაინის მაგალითი, უკრაინასთან დაკავშირებითაც იგივე ხდებოდა - ეუბნებოდნენ, რომ ნატო-ში დღეს თუ ხვალ უნდა გაწევრიანებულიყვნენ. ხშირად ხდება ისეთი ქვეყნებით სპეკულირება, როგორიც არის საქართველო, როგორიც არის უკრაინა, მოლდოვა და ა.შ. რომ თავიანთი ინტერესები გაატარონ. მათი ინტერესების გატარებას ჩვენი ქვეყნის ინტერესები არ უნდა შევწიროთ, როგორც ეს მაგალითად 2008 წელს მოხდა, როგორც ეს უკრაინაში მოხდა, კარგი მაგალითია- თქო როგორ ვთქვა, იმ უბედურებას, რაც იქ ხდება, მტერს არ ვუსურვებ. განსაკუთრებით დიდი სიფრთხილე და ყურადღება გვმართებს, ვიღაცამ ჩვენი ქვეყნის ინტერესები სათავისოდ არ გამოიყენოს“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, მარკ რუტემ განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიამიტი არაა.

კითხვაზე, საქართველო კვლავ ასპირანტი ქვეყანაა თუ არა, მარკ რუტემ უპასუხა, რომ „ევროატლანტიკურ სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც ნატო-ს წევრობა სურს, შეუძლია სურვილი გამოხატოს და შემდეგ პროცესი იწყება“.

„რა თქმა უნდა, მიამიტი არ ვარ იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ. ჩვენ ამის შესახებ ქართველებს ნათლად ვაცნობეთ,“ - განაცხადა მარკ რუტემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე