კახა კალაძე ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილებაზე - ვერ გეტყვით, რა მიზანი აქვს, ერთი რამ ცხადია - ამ პოლიტიკოსებს არანაირი მხარდაჭერა და თანადგომა საზოგადოებაში არ აქვთ

ვერ გეტყვით, რა მიზანი აქვს, ერთი რამ ცხადია, რომ ამ პოლიტიკოსებს არანაირი მხარდაჭერა და თანადგომა არ აქვთ საზოგადოებაში და ის მინიმალური მხარდაჭერა, რაც ჰქონდათ, ისიც განულებულია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომელმაც, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი განაცხადა.

კალაძის განცხადებით, როდესაც ემსახურები არა საკუთარ ქვეყანას და მოქალაქეებს და ხარ დამოკიდებული გარე ძალებზე, ვერ გექნება საზოგადოების მხარდაჭერა.

„თქვენ იცით, არაფორმალური მმართველობა დღეს როგორ არის მთელ მსოფლიოში გაბატონებული და უდიდეს პრობლემას წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიოსთვის.

ჩვენ ვიცით, რომ ეს ადამიანები წარმოადგენენ კონკრეტულ დაჯგუფებას, რომლებიც გარედან იმართებიან, ჰყავთ თავიანთი პატრონები, იღებენ მითითებებს, სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ჩართულები არიან ქვეყნის წინააღმდეგ. უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, როდესაც ქვეყნის დასანქცირებას ითხოვდნენ, როდესაც ეწინააღმდეგებოდნენ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, ითხოვდნენ, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში